სიახლეები

Phil Shiller: “Face ID-ის ტექნოლოგია Android სმარტფონებზე ამაზრზენია”

Apple executives Phil Schiller and Craig Federighi hold a roundtable conversation with journalists on the Mac inside the machine shop at Apple's Product Realization Lab.
417views

Apple-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა — Phil Shiller-მა ჰოლანდიურ კომპანია Bright.nl.-ს მისცა ინტერვიუ. მათ ისაუბრეს სახის ამოცნობის ტექნოლოგიაზე და ვირტუალურ რეალობაზე.

მისი თქმით: სახის ამოცნობის ტექნოლოგიის შექმნისას, Apple-ის მთავარი მიზანი მისი უსაფრთხოების მაღალი ხარისხი იყო. ის იმდენად მარტივი უნდა იყოს, რომ მისი გამოყენების სურვილი გაგვიჩნდეს.

Apple მიიჩნევს რომ მისი Face ID-ის ტექნოლოგია უფრო მაღალი ხარისხისაა, ვიდრე Android მოწყობილობებში. Shiller-ის თქმით ყველა დანარჩენი “უბრალოდ ამაზრზენია”.

ისინი ისე ვერ მუშაობენ, როგორც ეს ჩვენ Face ID-ს შეუძლია. ჩვენ კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია “Home” ღილაკი, ის ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენთვის. ჩვენ ასევე დავამატეთ Touch ID ეკრანზე, ახლა კიდევ უფრო მარტივია მულტიფუნქციების შესრულება, Siri-სთან მუშაობა და Apple Pay.

ჩვენ გვჭირდებოდა Face ID-ის უკეთესი ვარიანტი, რომელიც სახის აღქმის შემდეგ მარტივად მოახდენდა iPhone-ის განბლოკვას. ამსთან ერთად უნდა ქონოდა დაცვის სისტემა Secure Enclave. ამისთვის ყველაფერი გავაკეთეთ — დღეს ჩვენი სახით განბლოკვის მეთოდი არის უნიკალური.

Shiller-მა ასევე აღნიშნა, რომ დეველოპერებს ხელი არ მიუწვდებათ Face ID-ის ტექნოლოგიასთან, მას Secure Enclave iPhone X იცავს.

ერთადერთი რისი მონაცემის ნახვაც შეუძლიათ — TrueDepth კამერაა, მაგრამ Shiller-ის თქმით მას არანაირი კავშირი არ აქვს Face ID-ის ტექნოლოგიაში.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response