სიახლეები

რატომ არ უყვარს Apple-ს შავი ფერის iPhone? (Apple-ის ვებ-გვერდის მიმოხილვა)

892views

სქესის თანასწორობა… ტოლერანტობა… ტიმ კუკი გეი პარადების ხელმძღვანელი…

ვის ატყუებ Apple?

კუპერტინო — თეთრი ფერების თაყვანისმცემლების თავშესაფარი. მრავალი წლის განმავლობაში ისინი შავი და მუქი ფერების წინააღმდეგ მიდიან.

არ გჯერათ? თავად შედით Apple.com-ზე და ნახეთ, დათვალეთ რამდენი შავი ფერის და რამდენი თეთრი ფერის კორპუსიანი iPhone-ია.

საინტერესო ანალიტიკა Apple.com-ზე

iPhone 6S-ის განყოფილებაში, ვერ იპოვით შავი ფერის მქონე სმარტფონს


არა, თქვენ თუ დაიწყებთ ფოტოების გადაფურცვლას, მაშინ იპოვით თქვენს სასურველ iPhone 6S-ს. ოღონდ არა შავს, არამედ კოსმიურ ფერს. მაგრამ მთავარ სურათზე, რომელიც ილუსტრირებულია Apple-ის საიტზე, გამოსაჩენ iPhone-ს თეთრი პანელი აქვს.

რაც შეეხება iPhone 8-ს

გადავიდეთ iPhone 8-ის განყოფილებაში: შავი ფერის iPhone რა თქმა უნდა არ არის მთავარ გვერდზე, მას იქამდე ვერ მივაგნებთ სანამ ხანგრძლივად არ ჩამოვსქროლავთ.


iPhone 7 — შავი ძმა 


როგორც ჩანს, ერთ შემთხვევაში Apple-ის ძალაუფლება ტოლერანტულ თანამშრომლებს ჩაუვარდათ ხელში. iPhone 7-ის სექციაში საერთოდ არ არის თეთრი ფერის iPhone. ოთხივე ფოტოში, რომელიც ამ განყოფილებაშია, ძირითადი არის მხოლოდ შავი iPhone.

და ბოლოს, ვნახოთ iPhone SE:

აი, ეს არის სამართლიანობის გვერდი! აქ შეგიძლიათ ოთხივე iPhone მთავარ გვერდზე იხილოთ.

ასევე, App Store-ებში არის შავი ფერების ნაკლებობა

როდესაც მოხვდებით Apple-ის ოფიციალურ მაღაზიაში, ყურადღება მიაქციეთ შიგნით არსებულ ბანერებს. 

სავარაუდოდ Apple-ის ყველა რეკლამაზე ნახავთ მაქსიმუმ ერთს, ან ორ მოწყობილობას, რომელიც შავი ფერის იქნება.

Apple, რატომ აკეთებ ამას? 

მე ვერ ვხვდები, რითი აიხსნება Apple-ის ასეთი სიძულვილი შავი ფერის მიმართ. აქ მთავარი კიდევ ის არის, რომ თეთრი iPhone შედარებით ნაკლებად გაყიდვადია. შესაძლოა სარეკლამო მასალად თეთრი ფერის გამოყენება დისბალანსის გამოსწორების ერთგვარი ხერხია?

ან იქნებ იმიტომ, რომ უფრო მეტი ვეძებოთ სხვა iPhone-ებიც შიდა გვერდებზე?

და კიდევ, არ დაგავიწყდეთ, რომ AirPods-ი მხოლოდ ერთი ფერის გვაქვს. თეთრი! თეთრი! თეთრი!

მოვისმენთ თქვენ აზრს, იქნებ იცით რამე? 🙂

Comments

comments

Leave a Response