Apple-ი დიდი ხანი აკვირდებოდა ამ აპლიკაციას, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია მას შეიძენს.
ადრე Apple-მა იყიდა მუსიკის ერთ-ერთი ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებს Siri-ს საშუალებით გააცნო. iOS 8-დან მოყოლებული, Apple-ის მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ მოითხოვონ ნებისმიერი მუსიკა, Siri-ს ამის შესაძლებლობა აქვს.
ახლა უკვე კუპერტინომ თავად Shazam-ის შეძენა გადაწყვიტა, ამის შესახებ TechCrunch და ReCode ავრცელებენ ინფორმაციას. გარიგების თანხა სავარაუდოდ 401 მილიონი დოლარი იქნება, ეს გაცილებით ცოტაა ვიდრე — როდესაც კომპანიამ 1 წლის წინ შეაფასა, ის იმ დროს 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
Apple-მა ამით შესაძლოა კონკურენტების შემოსავლებზე Google Play Music-ზე და Spotify-ზე მოახდინოს გავლენა. მაგალითად, თუ კომპანია გათიშავს აპლიკაციას, Play Music-სა და Spotify-ში მოხდება გაცილებით ნაკლები კონვერტაცია, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.
წყარო: TechChurch