სიახლეები

როგორ შეცვალა iPhone-მა პროფესიონალური კამერა (დეტალურად)

202views

მსოფლიო ბაზარზე iPhone-ის პირველმა გამოჩენამ მაშინვე აჟიოტაჟი გამოიწვია, iPhone 2G (1st generation) იყო პირველი Apple-ის სმარტფონი, რომლის კამერის განხილვაც პირველად David Gallagher-მა 2007 წლის იანვარში განახორციელა. ფოტოში ერთი ფინჯანი ყავა და ერთი ნამცხვრის ფირფიტაა — ასეთი ფოტოები დღეს მაღალ შეფასებას აღარ იმსახურებენ, მაგრამ ეს იმ დროისთვის “გარღვევა” იყო. და ახლა, 10 წლის შემდეგ, ჩვენ გავეცანით რევოლუციურ iPhone X-ს, კამერის წარმოუდგენელი შესაძლებლობებით. რამაც პროფესიონალური ფოტოგრაფიის ინდუსტრიას ხელი შეუწყო, ჩვეულებრივი ფოტოგრაფიული აღჭურვილობა ჩაანაცვლეს პატარა და კომპაქტურმა მოწყობილობებმა — სმარტფონებმა.

რევოლუცია ფოტო ინდუსტრიაში iPhone 7 Plus-ის გამოსვლის დღიდან დაიწყო, მან საფუძველი ჩაუყარა მომდევნო თაობების კამერის განვითარებას. მაშ ასე, iPhone 8-ს უკვე შეეძლო გადაეღო ვიდეო 4K ხარისხში — 60 კადრი წამში. ასევე აქვს “პორტრეტის რეჟიმი”-ის მხარდაჭერა. ოთხი სრულიად ახალი რეჟიმის საშუალებით, ფოტოს შეუძლია მიიღოს სტუდიური ხარისხის ეფექტი: სცენა, სტუდია, დღის სინათლე და კონტური.

Apple-ის ახალ მოწყობილობების მიმართ, პროფესიონალური გადაღების მოყვარულები აღფრთოვანებით განეწყვნენ, რადგან კარგი ხარისხის ფოტოების გადაღებისთვის — აღარ არის საჭირო დიდი ზურგჩანდებით და კამერების აღჭურვილობით სიარული. დღესდღეობით, ბევრი პროფესიონალი რომელთა საქმიანობაც უკავშირდება ფოტოგრაფიასთან, ირჩევს iPhone-ის კომფორტულობასა და სიჩქარეს. ინტერნეტ მაღაზიაში — App Store-ში, საკმაოდ ბევრი აპლიკაციაა იმისთვის, რომ თქვენი ფოტოები ხარისხიანად დაამუშაოთ: სხვადასხვა ფილტრები, კონტრასტის განმსაზღვრელები, სიკაშკაშე და სიმუქე.

iPhone-ს იყენებს ბევრი გამომცემლობა, მათ შეცვალეს პროფესიონალური კამერები — ფოტოებისა და ვიდეოებისთვის. დიახ, დიახ, ეს ასეა. 2017 წელს ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა Billboard-მა გამოაქვეყნა მთავარი გვერდის ფოტო, რომელიც გადაღებულია iPhone 7 Plus-ით. ეს იყო აბსოლიტური სიახლე ჟურნალის ინდუსტრიაში. ექსპერიმენტის შედეგით არა მარტო ფოტოგრაფია, არამედ ჟურნალის ყდაზე მყოფი მოდელი გოგონაც კმაყოფილი დარჩა.

ამ წარმატებული მცდელობის შემდეგ, მაგალითი აიღეს სხვა ცნობილმა ჟურნალებმა — Traveler და Bon Appétit. მათ თავიანთი ჟურნალის ყდაზე, iPhone-ით გადაღებული ფოტოების მოთავსება დაიწყეს.

ყველა ფოტოგრაფმა აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე მოსახერხებელი მოწყობილობა კარგი ფოტოების მისაღებად: ჩვენ არ გაგვაჩნია და არ გვჭირდება ტექნიკა თავის განათებებით, ჩვენ არ გვჭირდება ბევრი ხალხის დახმარება გადაღებისთვის, უკვე დიდი ხანია ხალხი მიეჩვიე iPhone-ით გადაღებას. რა თქმა უნდა, პროფესიონალი შეძლებს დაინახოს განსხვავებები, iPhone-თა და DSLR კამერით გადაღებულ სურათებში, მაგრამ ადამიანების მასიური ნაწილი ამას ვერ შეამჩნევს.

არ გეგონოთ, რომ iPhone-ის სამსახურეობრივად გამოყენება მხოლოდ ფოტოგრაფემა დაიწყეს. ბევრი დიზაინერი იღებს სახლებსა და ბინებს, iPhone-ით მარტივია კარგი რაკურსებით ყველა კუთხის გადაღება. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადაიღოთ ფოტოები და დაამუშავოთ Apple-ის ჩაშენებულ რედაქტორში. ხშირად საიტები, Apple-ის მარტივი ფოტო რედაქტორის გამო, iPhone-ში დამუშავებულ ფოტოებს იყენებენ, როგორც საიტისთვის, ასევე პირადი გზავნილებისთვის მომხმარებლებთან.

მსხვილიც და საშუალო დონის კომპანიებიც, თავიანთი კორპორატიული მიზნებისთვის iPhone-ებს პირდაპირ Apple-გან ან ოფიციალური გადამყიდველისგან ყიდულობენ. მაგალითად როგორიცაა AltaOkay და Geocell-ი და elit electronics. თანამშრომლებს აქვს კორპორატული iCloud-ი, სადაც აქვთ მონაცემთა ბაზა ფოტო და ვიდეოსთვის. რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს გახდეს საჭირო, დამუშავდეს და გამოიყენოს დანიშნულებისამებრ.

როგორც ჩანს, Apple არ აპირებს ამ კუთხით განვითარების შეჩერებას — ისინი ამ ფაქტს 2017 წლის მოდელებით ადასტურებენ. ეს კი ჩვენ ძალიან გვახარებს! 😉

Comments

comments

Leave a Response