iOS 11.2 Apple-ის ბოლო განახლებებს შორის ყველაზე ხმაურიანი და საკამათო აღმოჩნდა. ეს განახლება ვადაზე ადრე გამოვიდა, მისი მიზანი 2 დეკემბერს გამოჩენილი პრობლემების მოგვარება იყო. პრობლემა ავტომატური გადატვირთვით გამოიხატებოდა. ამას გარდა, Apple-მა არ დააფიქსირა არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა.
iPhone-ის მფლობელები, რომლებიც გადავიდნენ ახალ საოპერაციო სისტემაზე, აცხადებენ, რომ მათ კვლავ შეამჩნიეს ბატარეის არაეფექტური მუშაობა.
დღეს ჩემი iPhone 6, რომელზეც 11.1.2 ვერსია აყენია — 3.5 საათში დასატენი იყო — წერს მომხმარებელი ზედმეტსახელად — buyathotnika. ვინმეს შეუძლია ამიხსნას რაშია საქმე? ეს პრობლემა მე 3 თვის წინ აღმოვაჩინე, ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლო Apple-მა მოგვარება?
პრობლემის შესახებ ინტერნეტ სივრცეში ბევრი მომხმარებელი გამოთქვამს პრეტენზიას. მათ შორის ჩვენიც, გემუგის მომხმარებლები. ამ ყველაფრის ფონზე, iOS მაინც სტაბილურად და ფუნქციონალურად კარგად მუშაობას — გემუგის მკითხველების უმრავლესობა მხოლოდ iPhone-ის ავტონომიური მუშაბით არიან უკმაყოფილო.
ვიდეო ცხადყოფს რომ iPhone-ის ძველი მოდელების ბატარეის მუშაობა არაეფექტურია. ეს პრობლემები არ შეინიშნება iPhone 8/8 Plus-ზე და iPhone X-ზე. როგორც გამოცდილება და ფაქტები გვიჩვენებს — ახალი მოწყობილობების ახალი A11 ბიონიკ პროცესორი ახალ iOS 11-თან უფრო ოპტიმიზირებულია. — შედეგიც სახეზეა.