iPhone X — მისი მთავარი კოზირი დიზაინია. სმარტფონი მთლიანი ეკრანით და პატარა “კუნძული” სენსორებით.
იაპონურ Nomura-ს წყაროებზე დაყრდნობით, მომავალ წელს სამ ახალ iPhone-ს მივიღებთ. მათი დიზაინი თითქმის იგივე იქნება რასაც ვხედავთ iPhone X-ში.
Apple LCD ეკრანს ბაზარზე დატოვებს, ორი iPhone OLED ეკრანს მიიღებს — ხოლო მესამეს LCD ეკრანის მხარდაჭერა ექნება.
ინსაიდერი აღნიშნავს, რომ ფასი ჯერჯერობით არ არის ცნობილი, დაახლოებით 600$-დან 900$-მდე. ასევე, ყველა მოწყობილობა მიიღებს Face ID-ს.
რაც შეეხება OLED ეკრანიანი iPhone-ების დიაგონალები ასე იქნება — 5.8 და 6.5 ინჩი. ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე კი ის არის, რომ ახალ iPhone-ებში მეორე სიმ-ბარათის მხარდაჭერა იქნება.
თუ Apple-მა ეს ნაბიჯი მართლა გადადგა და iPhone-მა მიიღო მეორე სიმ-ბართის მხარდაჭერა — ნამდვილად ბევრ მომხმარებელს გაახარებს. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი iPhone-ის ნახვა უცნაური იქნება.
წყარო: PhoneArena