სიახლეები

Apple-ის გამო ევროპაში Xiaomi-ს ტაბლეტი აიკრძალა

218views

ეს ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდებოდა. აქ სამომხმარებლო და სავაჭრო ნიშნები Apple-ის ხელშია:

— საცავი ღრუბელში — iCloud;
— მესენჯერი — iMessage;
— iPad-ის ტაბლეტი, სმარტფონი iPhone, კომპიუტერი iMac-ი, პორტატული კომპიუტერი MacBook-ი.

ახლა Xiaomi-ს პროდუქცია და მათი სერვისების როლი:

— საცავი ღრუბელში — MiCloud;
— მესენჯერი — MiMessage;
— MiPad ტაბლეტი, Mi სმარტფონები, Mi პორტატული კომპიუტერები.

ევროპის სასაქონლო ნიშნით MiPad-ის რეგისტრაციის დროს, ევროკომისიამ იგი Apple-ის iPad-ის ასლად ჩათვალა. შედეგად მოწყობილობამ რეგისტრაციაზე უარი მიიღო.

ვიზუალი და ფონეტიკური მსგავსება — ეს არის უარის ძირითადი მიზეზი. ახლა Xiaomi-ს აქვს ერთი შანსი, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს.

კომპანიამ ბრენდის რეგისტრაციზე განაცხადი 2014 წელს შეიტანა. Apple-ის იურისტები უსაქმოდ არ სხედან, მათ დაუყოვნებლივ დაიწყეს თავიანთი კომპანიის უფლებების დაცვა.

წყარო: CNBC

Comments

comments

Leave a Response