სიახლეები

iPhone X შესანიშნავად იყიდება

108views

ანალიტიკური კომპანია IHS Markit გვამცნობს iPhone X-ის გაყიდვების სტატისტიკას. კომპანიის წარმოამდგენლებმა გამოიკვლიეს, რომ დღეისათვის გაყიდული აიფონების 2% — iPhone X-ია. არადა გაყიდვების დაწყებიდან მხოლოდ 1 თვეა გასული.

ქვეყნების სია, სადაც პოპულარულია iPhone X, შემდეგნაირია: დანია, შვეიცარია, იაპონია, სინგაპური. იქ, სადაც ადრე პოპულარული იყო Plus მოდელები, პრიორიტეტები შეიცვალა და ახლა iPhone X უფრო მოსწონთ.

მიუხედავად წარმოების თავდაპირველი სირთულეებისა, სმარტფონი ისევე კარგად იყიდება, როგორც გასული წლების ფლაგმანები თავის დროს.

iPhone X-ზე წინასწარი გაყიდვების გახნისას, აშშ-ს მაცხოვრებლები გადაერთვნენ iPhone 8 Plus-იდან ახალ ფლაგმანურ მოდელზე. სამი კვირის განმავლობაში ამ ორი მოდელის გაყიდვები დაახლოებით ერთნაირი იყო. იაპონიაში iPhone X ეგრევ ხიტი გახდა.

თუ IHS-ის პროგნოზებს დავიჯერებთ, Apple-ს აქვს ყველანაირი შანსი ახალი რეკორდი მოხსნას 2017 წლის მეოთხე კვარტალში. „88.8 მილიონი აიფონი — სრულიად რეალურია“, — ამბობენ ანალიტიკოსები.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response