სიახლეები

Face ID-ს უჭირს იაპონელების სახეების ამოცნობა

453views

როგორი სრულყოფილიც არ უნდა იყოს Face ID-ის სახის ამოცნობის ტექნოლოგია, ის სრულყოფილი მაინც არ არის. ამ ეტაპზე სახის ამოცნობის აუცილებელი პირობაა მომხმარებლის გახელილი თვალები.

სამწუხაროდ, აზიის ქვეყნების მაცხოვრებელბისათვის iPhone X-ის ბიომეტრიული იდენტიფიკაციის ახალმა ხერხმა არასასიამოვნო სურპიზი მიართვა. TrueDepth-სკანერი უარს ამბობს ამოიცნოს იაპონიისა და ჩინეთის მაცხოვრებლების თვალის ვიწრო ჭრილი.

Reddit-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გამოქვეყნა რამოდენიმე ეკრანული სურათი, რომელზეც აჩვენა, რომ iMessage-ში ანიმოჯები უარს ამბობენ მფლობელის სახის ამოცნობას.

აღნიშნული ხარვეზის გასწორების გზები ჯერ-ჯერობით არ ჩანს. შესაძლოა, Apple მორიგ განახლებაში წარმოადგენს რაიმე გადაწყვეტილებას.

და მართალია Apple გვიმტკიცებს, რომ წინასწარ გატესტა Face ID ათეულობით მომხმარებელზე, რომლებიც ყველა ეროვნებას წარმოადგენდნენ, აზიური სახის წყობის მომხმარებელს iPhone X ყოველთვის ვერ ცნობს.

წყარო: Reddit

Comments

comments

6 Comments

  1. ისე ახლა 1 კვირა გავატარე იაპონელებთან და მართლა გაჭრილი ვაშლებივით გვანან ერთმნეთს. უკვე ვისწავლე ჩინელების ტიბეტელების და იაპონელების განსხვავება

Leave a Response