სიახლეები

BOE-მ წარმოადგინა ეკრანი iPhone X-ისათვის

252views

დღეისათვის OLED-კერანების ბაზრის ლიდერი არის კომპანია Samsung, თუმცა სხვა მრავალი მწარმოებელი აქტიურად დებს ინვესტიციას ამ მიმართულების განვითარებაში. გაისად Samsung-ის მონოპოლია წესით უნდა დაინგრეს.

ჩინურმა კომპანია BOE Technology-მ, რომლის შესახებ ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ, წარმოადგინა საინტერესო ეკრანი, რომელიც განკუთვნილია iPHone X-ის სტილის სმარტფონებში გამოსაყენებლად. ეკრანს აქვს ჭრილი ზედა ნაწილში. ამასთან ეკრანის დიაგონალი სეადგენს 6.18 დუიმს (iPhone X-ში 5.8 დუიმია). ეკრანის გაფართოება არის 2992х1440 წერტილი, პიქსელების სიმკვრივე — 537 ppi, სიკაშკაშე — 390 კდ/მ2.

მიუხედავად იმისა, რომ iPhone X-ის დიზაინი არაერთგვაროვან გამოხმაურებას ჰპოვებს მომხმარებლებს შორის, ეს მას ხელს არ უშლის იმაში, რომ უკვე აქრტიურად იყიდება. ეს კი თავის მხრივ იწვევს სხვა მრავალ მიმდევარს. არ არის გამორიცხული, რომ გაისად ბაზარზე ბევრი ჩინური სმარტფონი გამოვიდეს iPhone X-ის დიზაინით. BOE Technology-ს გადაწყვეტილი აქვს გახდეს მოქნილი AMOLED-ეკრანების მიმოწდებელი ამ სფეროში.

ამასთან ერთად, კომპანიას აქვს პრეტენზია გახდეს Apple-ის მომწოდებელი, ვიანიდან ეფლს სურს სამსუნგის მონოპოლიისგან განთავისუფლება, ამ სფეროში. ხელშეკრულება ჯერ-ჯერობით გაფორმებული არ არის, თუმცა BOE-ს ზრახვები ფრიად სერიოზულია.

წყარო: GizmoChina

Comments

comments

11 Comments

    1. ჰოდა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველაზე საშიში ბიზნესში კონკურენტის შესაძლებლობების გაუთვალიწინებაა. დღეს შესაძოა ცუდი ეკრანები აქვს და ხვალ იქნება ისეთს დებს, რომ სამსუნგი დაჯაბნოს? 😉

    2. არ მგონია, სამსუნგი ოლედის მეფეა, თვით ელჯისაც კი თავზე დაახურა, ჯერ boeს მოუწევს ელჯის გაუწიოს კონკურენცია 😀

    3. რაც უფრო კონკურენცია გაჩნდება მიტ მეტი უკეთესი და ერთმანეთზე შესაჯიბრი გახდება და უფრო მეტად იზრუნებენ უკვე რომ ბრძოლაში გაიტანონ თავი, მონოპოლიის დროს ხარისხი ზოგჯერ დაბალია კონკურენტების არარსებობის გამო ამიტომ მივესალმები ამ სიახლეს, მაგრამ პოსტი ზედმეტად არარეალურად ოპტიმისტურად მომეჩვენა, დელფი

    4. ყველა ნიუსი, რასაც ვდებთ, არის უცხოური წყაროებზე დაყრდნობით და არ წარმოადგენს პირადად ჩემს აზრს. ამისთვის გვაქვს სექცია მომიხილვა, სადაც ვდებ მხოლოდ საკუთარ მოსაზრებებზე დაყრნობილ სტატიებს 🙂

Leave a Response