ეკრანების ჩინური უმსხვილესი მწარმოებელი, კომპანია BOE, იბრძვის სამომავლო iPhone-ების ეკრანების წარმოების შეკვეთის მისაღებად.
მან წარმოადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც აშენდება არა ერთი, არამედ ორი სამრეწველო ხაზი, სადაც დამზადდება ეკრანები მხოლოდ კომპანია Apple-ისათვის.
ახლა ეკრანების წარმოება Samsung-ის ხელშია. Apple-ს ეს აშკარად არ აწყობს და ეძებს ალეტრანიულ გზებს.
კორეული ETnews გვამცნობს, რომ BOE-მ მრავალმილიარდიანი შეთავაზება გაუკეთა ეფლს ამასწინდელი შეხვედრის ფარგლებში. ზუსტად არ არის ცნობილი, ვის მიერ იყო წამოწყებული ეს შეხვედრა.
აღინიშნება, რომ სამომავლო სამრეწველო ხაზების 40% მოქნილი OLED-ეკრანებისთვბის იქნება, რომლის პატენტი ეფლს უკვე აქვს.
წყარო: 9to5