სიახლეები

პროტესტანტები Apple Store-ში შეიჭრნენ და Apple-სგან ფულს ითხოვენ

322views

ბრძოლა ირლანდიის მთავრობასთან არ წყდება. კუპერტინომ კიდევ ერთხელ გაასაჩივრა ევროკომისიის გადაწყვეტილება, როგორც იცით Apple-ს ირლანდიის სახელმწიფოსთვის 13 მილიარდის გადახდა დაეკისრა.

საინტერესო ის არის, რომ ამ დროს საფრანგეთში იწყებენ აქციებს — აქტივისტები ფინანსური ოპერაციების დაბეგვრას ითხოვენ. ისინი ამ ქმედებით ევროკომისიას მხარდაჭერას უცხადებენ. აქცია კონკრეტულად ადგილობრივ Apple Store-ში ხორციელდება.

2 დეკემბერს Apple Store-ში შეჭრილებს ეს ბანერები ქონდათ: “ჩვენ გავჩერდებით მაშინ, როდესაც Apple გადაიხდის” — რა თქმა უნდა გარკვეული ზომები პოლიციამ მიიღო, ისინი აქტივისტებს ხელბორკილების საშუალებით იმორჩილებდნენ და გარეთ გაყავდათ.

პროტესტი 3 საათზე მეტ ხანს არ გაგრძელებულა, მასში 100 ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ აქცია მალევე დაარბია.

წყარო: patentlyapple

Comments

comments

1 Comment

  1. პროტესტანტები… ცოტა უცნაურად ჟღერს :)) მეგონა ეფლს რელიგიურ ორგანიზაციად აღიქვამდნენ 😀

Leave a Response