მიმოხილვა

iOS vs Android — რომელი უკეთესია?

412views

ისეთი პირი უჩანს, რომ ეს ომი არასდროს დასრულდება. iOS vs Android — მაინც, რომელი საოპერაციო სისტემა ჯობია?

მოდი გავარჩიოთ ეს საკითხი.

iOS-ის დადებითი მხარეები

1. iOS — ეკოსისტემაა

გასაგებია, რომ როგორც ასეთი, ეკოსისტემა მობილური მოწყობილობებისათვის არ არსებობს. ჩვენ ამ მცნების ქვეშ მოვიაზრებთ კავშირს სხვადასხვა მოწყობილობებს შორის.

ფოტო ნებისმიერი მოწყობილობიდან იტვირთება საერთო ღრუბელში, ტექსტი, დაწერილი iPad-ზე, რედაქტირდება Mac-ზე, პაროლების ნაკრები ყველგან ერთია და ა.შ.

Android-ზე მომუშავე გაჯეტებში ასე არ არის. ერტადერთი, ვინც რაიმეს მსგავსის გაკეთებას ცდილობს — კომპანია Samsung-ია. დანარჩენებს, როგორც ჩანს ნაკლებად აღელვებთ ეს მიმართულება.

2. iOS — ხანგძლივი მხარდაჭერაა მწარმოებლისგან

Android-მოსყობილობებისაგან განსხვავებით, აიფონები, აიპედები, საათები და მაკ-კომპიუტერები რეგულარულად იღებენ განახლებას. და ეს ხდება მინიმუმ 4 წლის განმავლობაში. ცოცხალი მაგალითი: iPhone 5s, რომელიც 2013 წელს გამოვიდა და რომელზეც ჩინებულად მუშაობს 2017 წლის iOS 11.

Android-ში ყველაზე ხანგძლივად ცოცხლობენ Nexus-ები და ახლა უკვე Pixel-ები. დანარჩენი მოწყობილობების მფლობელებმა უნდა იმკითხაონ, მიიღებენ, თუ არა მათი მოწყობილობები თუნდაც შემდეგ მაჟორულ განახლებას, აღარ ვპალარაკობთ უფრო მეტზე.

3. iOS ზუსტად ესადაგება Apple-ის აპარატურულ ნაწილს

რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ Apple-მა ბოლო-ბოლო გაასწორა ყველა ხარვეზი iOS 11-ში. ყველაზე ბაგებიანი საოპერაციო სისტემაც კი კარგად არის ოპტიმიზირებული: ის შესანიშნავად მუშაობს მოწყობილობების უდიდეს ნაწილზე.

როგორც წესი, ასეთი რამ ხდება სისტემის ყოველი მსხვილი განახლების შემდეგ: Apple-ის ნებისმიერი მოწყობილობა ცოტა უფრო ნელა იწყებს მუშაობას ახალ ვერსიასთან. მაგრამ ეს ხდება მშვიდად, დიდი სხვაობის გარეშე.

Android-სმარტფონებს ასე არა აქვთ. ყოველი მწაროებელი ამატებს თავის პარამეტრებს, მათ შორის გრაფიკულ გარსს. და ისინი სხვადასხვანაირად არიან ოპტიმიზირებული. რესურსებსაც შესაბამისად სხვადასხვანაირად ხარჯავენ.

მომხმარებელთა გამოხმაურებები ცხდაყოფს, რომ Galaxy S8-ზეც კი ზოგიერთი სტანდარტული აპლიკაცია ცუდად ისხნება. მაგალითად ტელეფონის აპლიკაცია, ანდა კამერა.

ექსპერტები გვირჩევენ ვიყიდოთ ისეთი სმარტფონი, სადაც „შიშველი“ Android აყენია. და ამაში არის ჭეშმარიტების მარცვალი.

4. iOS — უსაფრთხო სისტემაა

ეფლის საოპერაციო სისტემა უბრალოდ არ ითვლება უსაფრთხოდ. ის დახურული სისტემაა.

აპლიკაციების დაყენება მხოლოდ App Store-იდან შეიძლება, თუ რასაკვირველია ჯეილბრეიკი არ გაქვთ გაკეთებული. რასაც სხვათაშორის, არ გირჩევთ არაფრის დიდებით.

ამიტომ არც ანტივირუსებია ამ სისტემაზე. რასაც ვერ ვიტყვით ანდროიდზე, რომელშიც ვირუსების აღმოჩენის დიდი შანსია.

Android-ის დადებითი მხარეები

1. მოწყობილობათა დიდი არჩევანი

მაშინ, როდესაც აიფონი საკმაოდ ძვირი ღირს და მას მხოლოდ ერთი კომპანია აწარმოებს, ანდროიდ სმარტფონის ყიდვა ნებისმიერს შეუძლია. და არჩევანი არის უდიდესი.

მწარმოებლებს აქვთ ნებისმიერი ფასის მოწყობილობა. ვისაც უფრო ძვირადღირებული და პრემიალური ტეელფონი სურს, ირჩევს Samsung-ს, ვისაც უფრო იაფი მოდელი აწყობს — Xiaomi-ს და მისთანებს.

და ხშირად ისე ხდება, რომ საშუალო დონის ანდროიდ სმაერტფონი სრულად შეესაბამება მაგალითად iPhone SE კლასს. კამერაც კი თითქმის მასავით კარგი აქვთ.

2. ორი სიმ-ბარათისა და microSD-ბარათების მხარდაჭერა

აიფონების მფლობელებს არასდროს ჰქონიათ მეხსიერების დამატების შესაძლებლობა. კი, ახლა არის 128 და 256 გბაიტინი მოდელები, მაგრამ ფასიც კაი ბარაქიანი აქვთ.

ანდროიდზე როგორც წესი ხელმისაწვდომია მეხსიერების გაზრდის შესაძლებლობა. ყიდულობ მაგალითად რაიმე „noname“ მოდელს, 4 გბაიტი მეხსიერებით, ამატებ 128 გბაიტიან ბარათს და ცხოვრება გიხარია.

აი მეორე სიმ ბარათი ბევრს აიფნებზე ნამდვილად აკლია. ნუ, სტატიის ავტორს ჩემი სახით არასდროს დასჭირვებია, მაგრამ პირადად ვისნობ ასეთებს, ვისაც 2 სიმი მუდმივად სჭირდება.

მაგალითად, ერთი ნომერი ოჯახისათვის, ხოლო მეორე — კორპორატიული. და ორი მოწყობილობის ტარება მოსახერხებელი ნამდვილად არ არის.

3. ფაილების მენეჯმენტი ანდროიდზე ადვილია

მუსიკა იქნება, აპლიკაციები, დოკუმენტები, თუ რინგტონები (ნებისმიერი აიფონის დიდი ტკივილი) — ყველაფერი ეს ანდროიდ მოწყობილობაზე ეს რამდენიმე დაწკაპუნებით გადადის.

კი, ეფლმა ნაწილობრივ მოხსნა ფაილების მენეჯმენტის საკითხი და ამას ხაზს ვუსვამ, როგორც აიფონის მომხმარებელი 10 წლიანი სტაჟით. ერტადერთი, რასაც დღემდე ვერ ვახერხებ, რინგტონების დამატებაა, დანარჩენი პრობლემა მოხსნილია. მაგრამ მაინც, ამ საკითხში ანდროიდი უკეთესად მუშაობს.

4. Android შეგიძლია მოირგო როგორც გინდა

თუ iOS-ის მომხმარებელს შეუძლია მინიმუმის შეცვლა (რინგტონი, შპალერი და ა.შ.), ანდროიდში მორგებადი პარამეტრი გაცილებით მეტია.

მასში შესაძებელია ინტერფეისის ნებისმიერი წვრილი ელემენტის შეცვლა. ყველაფერი იცვლება. კარგია ეს, თუ არა — თქვენი გადასაწყვეტია.

და, ვინ გაიმარჯვა?

მოდი ასე ვთქვათ, მეგობრობამ გაიმარჯვა. როგორც არ უნდა შევხედოთ, არცერთი საოპერაციო სისტემა არ ჩამორჩება თავის კონკურენტს. iOS-იცა და Android-იც ძალიან გვანან ერთმანეთს. სხვაობა მინიმალურია.

ყველაფერი დამოკიდებულია მიჩვევაზე და იმ ამოცანებზე, რისთვისაც გაქვთ კონკრეტული მოწყობილობა. პირადად მე ვირჩევ iOS-ს და ჩემი ყველა Apple-მოწყობილობა (iMac, Macbook Pro 15, Macbook Pro 13, iPad mini, AppleTV) შესანიშნავად მუშაობს სხვა დანარჩენთან, საერთო ეკოსისტემაში.

Google „მწვანე რობოტის“ მიმდინარე ვერსიაში არსებით გაუმჯობესებებს არ ახდენს. ველოდებით გლობალურ ცვლილებებს საიდუმლო პროექტში, Fuchsia OS. როგორც ამბობენ, ის უფრო უნივერსალური გახდება და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება  iOS-ს.

Comments

comments

23 Comments

  1. არცერთი საოპერაციო სისტემა არ ჩამორჩება თავის კონკურენტს. 100% გეთანხმები. სხვა და სხვა მიზნებს ან და ადამიანებს სხვა და სხვა სისტემები სჭირდებათ.

  2. არადა რა კარგი სტატია ეს , რომ არ ეწეროს ;დ “Google „მწვანე რობოტის“ მიმდინარე ვერსიაში არსებით გაუმჯობესებებს არ ახდენს.”

    1. ჰოდა მაშინ პრეტენზიები ზედმეტია, იმო. ფანატიზმის გარეშე მივუდგეთ ორივე მხარე საკუთარ პლათფორმებს 😉

    2. ტიპური სავოკური მიდგომა გქონია 😀 ძალიან უყვარდათ მზიან საბჭოეთში რაიმეს გაკრიტიკება წაკითხვის გარეშე 😉

  3. “Fuchsia OS. როგორც ამბობენ, ის უფრო უნივერსალური გახდება და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება iOS-ს.” – ამაზე მხოლოდ გამეცინა 😀 ახალი საოპერაციო სისტემა არ იქნება მხოლოდ მობილური მოწყობილობებისთვის, ის ვერ მიუახლოვდება iOS-ს, უბრალოდ მას ვერ მიუხალოვდება ვერც ერთი დღეს არსებული საოპერაციო სისტემა 😀

  4. iOS არ არის ეკოსისტემა – ის მხოლოდ iPhone და iPad-ზე მუშაობს და მისი აპლიკაციები არ არის თავსებადი

    tvOS – ცალკეა
    watchOS – ცალკეა
    macOS – ცალკეა

    მათი აპლიკაციები არ არის ეერთიანი და Google-ის ეკოსისტემასთან შედარებით სერვისების თვალსაზრისით სუსტი იმიტაციაა მხოლოდ

    1. ნებისმიერი მწარმოებელი რო იყენებს ანდროიდს მაგიტოა ესეთი ოპტიმიზირებული და მაგიტო მუშაობს ესე კარგად ყველგან

    2. პირიქით კარგია მხოლოდ აიფონზე რო მუშაობს და იდეალური ოპტიმიზაცია აქ

    3. ნუ ხო იდეალურია მართლაც, სამსახურიდან რომ გირეკავენ და სულ რო ეკრანზე იხტუნავო რომ ვერ პასუხობ 🙂

  5. ისიც უნდა ითქვას რომ ios და mac ერთი კომპანია უზრუნველყოფს, ერთი სისტემაა და შესაბამისად ipad, iphonდა mac ერთი პროდუქციაა ამ მხრივ, ხოლო android ამ მხრივ დაჩაგრულია, რადგან უამრავ მოდელის თავისებურება და “საერთო ხასიათი” უნდა გაითვალისწინოს

    1. სწორედ ამიტომაც ნათქვამია სტატიაში, რომ ორივე პლათდორმას თავისი ხივლი აქვს. და მომხმარებელი თვითონ ირჩევს მისთვის საუკეთესოს.

    2. აქვე დავამატებ რომ gm (General Mobile) android one სისტემაზე მუშაობს, gm რამდენიმე მოდელი 6.0_დან მე_8 ვერსიამდე განახლდა

  6. ორივე სისტემა მქონდა. რაღაცეებში პრაქტიკულია ანდოიდი, რაღაც საკითხებში იოსი. ასე ერთი ხელის მოსმით ვერცერთს ვერ ჩამოაქვეითებ. გააჩნია რა საქმიანობისთვის გინდათ მოკლედ რა. მე ხშირად მიწევს ფოტოების მიღება გადაგზავნა, სადაც wetransfer.com_ს ვიყენებ და ანდროიდით გაცილებით მარტივად ვახერხებ ამას, ვიდრე იოს მოწყობილობიდან (აიფონი აიპოდი და აიპედი ვიგულისხმე).
    რაც შეეხება იოსს, კომუნიკაციისთვის (მეგობრებთან) ბევრად მარტივია ყველაფერი, ვიდე ანდროიდში. თუნდაც Imessage_თი სარგებლობა.

Leave a Response