Apple-ის მთავარი დიზაინერი და ვიცე-პრეზიდენტი John Ive, ვაშინგტონში Hirshorn-ის მუზეუმს ეწვია, სადაც ერთ საათიანი ინტერვიუ მისცა. ცოტა ხნის წინ გვქონდა ჩვენ ამაზე საუბარი, მაგრამ კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი დარჩა, რაზეც ფოკუსირება მინდა მოვახდინო.
ჟურნალისტებმა Ive-ს სთხოვეს, გამოეხატა თავისი დამოკიდებულება პუბლიკაციებზე, რომლებიც ავრცელებდნენ ჭორებს და სპეკულირებდნენ Apple-ზე და მის პროდუქციაზე.
სხვათაშორის მარტო მე არ ვარ ვისაც არ მოსწონს მედიის საქციელი, როდესაც ისინი ცდილობენ განიხილონ Apple-ის პროდუქტები, რომლების ჯერ კიდევ არ გამოსულა. რეალურად ამ ფენომენთან ბრძოლა კომპანიის ერთ-ერთი პოლიტიკური ნაწილია. სხვათაშორის ერთხელ წავშალეთ აპლიკაცია, რომელიც აშუქებდა ჭორებს — ჩვენი მომავალი პროდუქციის შესახებ.
გარდა ამისა ჯონმა რეაგირება მოახდინა რამდენიმე ჟურნალისტის ქმედებაზე:
ჩვენ არ შეგვიქმნია Apple Park-ი უცნობებისთვის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ყველა ეს კრიტიკა სასაცილოა. ის არ არის თქვენთვის შექმნილი. მე ვიცი ჩვენი მუშაობის სპეციფიკაცია, თქვენ არა.