სიახლეები

Microsoft-მა iOS-სთვის ბრაუზერი EDGE წარადგინა

542views

რაც კომპანია Microsoft-მა Windows 10 გამოუშვა, მას შემდეგ ძალიან ამაყობენ ახალი EDGE ბრაუზერით. ისინი ხვდებიან რომ მისი წარდგენა მობილურ პლათფორმებზე აუცილებელია. 1 თვის წინ მათ ბრაუზერი Android მოწყობილობებისთვის წარადგინეს.

ბოლო განცხადებით iOS-თვის ბრაუზერის წარდგენა დროებით გადადებული იყო, დღეს კი უკვე მივიღეთ ახალი Edge iPhone-სა და iPad-ისთვის.

Edge-ს აქვს ბევრი ლამაზი ფუნქცია, რომელიც ყველაზე კარგად აღსაქმნელი და სანახავი Windows 10-ზე მომუშავე სამაგიდე და პორტატულ კომპიუტერებზეა.

აპლიკაცია სინქრონიზირებულია კომპიუტერებთან, თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერი ნებისმიერ Windows პლათფრომაზე გახსნათ — სადან ნახავთ ჩანართებს, პაროლებს, ფავორიტებს, სანიშნეებს და ა.შ

iOS მოწყობილობების მომხმარებლებმა ჩაანაცვლეს სკანერი QR კოდებით, ხმოვანი ძებნით და სპეციალური ანონიმური რეჟიმით — InSafe.

როგორც ფორუმებზე იწერება ბრაუზერმა საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა Android-ის მომხმარებლებისგან. ჩვენ კი მომდევნო სტატიებში განვიხილავთ მის სიკარგეს და გამოვიტანთ დასკვნებს რამდენად შეუძლია კონკურენცია გაუწიოს Apple-ის Safari-ს.

Apple-ის იტნერნეტ მაღაზიებიში Microsoft Edge უკვე ხელმისაწვდომია:

Microsoft Edge
Microsoft Edge
Price: Free

წყარო: iclarified.com

Comments

comments

5 Comments

  1. ამ შემთხვევაში ვერ ვიქნები კორექტული და პირდაპირ ვიტყვი – რატომ ტრაკს არ დააყენებს და საერთოდ არ შეეშვება მაიკროსოფთი ბროუზერის დეველოპმენტს?! IE ჯერ კიდევ 5.5 ვერსიიდან მახსოვხარ რა დამპალიც იყავი 😀

Leave a Response