სიახლეები

ჯეილბრეიკი თითქმის მოკვდა

307views

ადრე, თუ გვიან, ეს უნდა მომხდარიყო, ჯეილბრეიკი კარგავს პოპულარობას.

აპლიკაციების უდიდესი ნაწილი, რომლებიც ხელმისაწვდომია Cydia-ში, გადანაწილებულია სამ ძირითად რეპოში. აქედან ორი ამ კვირაში უკვე დაიხურა — ModMy და ZodTTD.

მე დავპირდი მომხმარებლებს, რომ რეპო არ წაიშლება, მაგრამ დანახარჯები მის მხარდაჭერაზე უფრო მაღალია, ვიდრე მე ამას ველოდი. და ეს ხარჯი სულ იზრდება.

ყველა დაპირების შესრულება ვერ ხერხდება და მე არ ვაპირებ თავის მართლებას. მე ყველაფერი გავაფუჭე და საშინლად ვნანობ ამაზე. მე ვცდილობდი, რაც ძალი და ღონე მქონდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ თქვენი ნდობა — ModMy-ის მთავარი  რედაქტორი, დენის ბედნარზი.

ჯეილბრეიკის დასასრული ახლოვდება. ამაზე მეტყველებს არა მარტო რეპოების დახურვის ფაქტი.

რატომ მოკვდება ჯეილბრეიკი სრულიად

რაც დრო გადის, ადამიანები სულ უფრო ნაკლებად ინტერესდებიან თავიანთი მოწყობილობების შეტეხვის შესაძებლობით. Apple-ს გადააქვს ყველაზე საინტერესო ფუქნციები iOS-ში.

მეორე მხრივ, საოპერაციო სისტემის შეტეხვა სულ უფრო ძნელი ხდება. მრავალი დეველოპერი უარს ამბობს ამ ამოცანის შესრულებაზე, ვინაიდან ძალიან ბევრ დროს და რესურსს მოითხოვს.

Cydia-ს ავტორმაც კი, ჯეი ფრიმენმა (@saurik) აღნიშნა iOS-ის ჰაკერული საზოგადოების გარდაუვალი სიკდილი.

ამჟამად დარჩა ერთადერთი მსხვილი რეპო — BigBoss. დანარჩენები, უფრო მცირე, ხშირად მომხმარებლებს ვირუსებს ტენიდნენ. ამიტომ ისინი პოპულარობით არ სარგებლობდნენ ისედაც.

რა ვქნათ ამიერიდან

სინამდვილეში, რაიმე კრიტიკული არ მომხდარა. დიახ, მომხმარებელი მალე დაკარგავენ წვდომას საოპერაციო სისტემის მორგებისა და შეტეხვის ხელსაწყოებზე.

მაგრამ განა ეს ასე მნიშვნელოვანია? iOS ახლა თავს შესანიშნავად გრძნობს, მასში არის ყველა საჭირო ფუქნცია. და თუ თქვენ ფიქრობთ, რომ Apple არ დაუგდებს ყურს თავის კლიენტებს, ცდებით.

iOS-ში ყველაზე დიდი და მსხვილი ცვლილებები მოვიდა არა Android-იდან, არამედ Cydia-ს რეპოებიდან. კუპერტინო აქტიურად ადევნებს თვალს ჯეილბრეიკის გავრცელებას და ნერგავს ყველაზე მოთხოვნად ფუნქციებს.

ერთადერთი სიკეთე, რაც ჯეილს ამჟამად მოაქვს — გატეხილ თამაშებთან და აპლიკაცეიბთან წვდომაა. თუ გავითვალისწინებთ, რომ აპლიკაციების უდიდეს ნაწილს გააჩნია Freemium ფუქნცია, ესეც ნაკლებ მნიშვნელოვანი ხდება.

როგორც ქართული ჯეილბრეიკის სცენის უძველესი წევრი (ქართული კლავიატურა ჩემი გაკეთებულია, თავის დროზე), ვიტყვი: ჯეილი საჭირო არ არის. ყველაფერი რაც საჭიროა — უკვე არის. და მე ამით ძალიან კმაყოფილი ვარ. გმადლობ Apple!

წყარო: BGR

Comments

comments

9 Comments

  1. მაგარი პოსტია ასე გააგრძელეთ და iphone 8 plus-ზე ინფორმაციები დადეთ ხოლმე რა!

  2. “ერთადერთი სიკეთე, რაც ჯეილს ამჟამად მოაქვს — გატეხილ თამაშებთან და აპლიკაცეიბთან წვდომაა.“ – Stop right there! 😀

  3. იყო ოდესღაც პერიოდი, როცა ჯეილბრეიქით ძალიან მაგარი და საჭირო ფუნქციები ემატებოდა სისტემას, მაგრამ დღესდღეობით ასეთი ფუნქციების უმეტესობა აიოესს დაემატა და თავისუფლად შეგვიძლია დავემშვიდობოთ ჩვენს წარსულის მეგობარ ჯეილბრეიქს.

  4. ზარების ჩაწერის აპლიკაცია არ მუშაობს ჯეილბრეიქის გარეშე. თუ საუბრის ჩაწერა გინდა ამას სრულფასოვნად ჯეილის გარეშე ვერ იზამ.

    1. ზუსტად მაგიტომ ვიყენებ. ასევე ავტომაპასუხე, აპლიკაციებზე პაროლის დადება, ჰოუმ ღილაკის გარეშე გაშვებული აპლიკაციების გახსნაან ყველას ერთად გათიშვა და კოდევ ბევრი საჭირო რამ

  5. სადღაა რო ჯეილი?… 😢 იყოს და მინიმუმ 10 ტვიკი მაინც არის რაც აიფონს სჭირდება… იმედი მაქვს მაინც დააჯეილებენ ❤️

Leave a Response