სიახლეები

Apple-ი 2018 წელს გეგმავს ახალი, უფრო დაბალფასიანი iPad-ის გამოშვებას

203views

წყაროების მიხედვით Apple-ი გეგმავს ახალი, დაბალფასიანი, 9.7″-იანი iPad-ის გამოშვებას 2018 წლისთვის. მათი მიზანი არის რომ კონკურენცია გაუწიონ ტაბლეტების დაბალ სეგმენტს, როგორიც აქვთ Amazon-ს, Samsung-ს და Huawei-ს.

გასულ მარტს Apple-მა, ყველაზე დაბალ ფასად, $379-ად წარადგინა 9.7″-იანი მოდელი, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია ვიდრე iPad Mini. მომხმარებლები ამ ფასად იღებენ შესანიშნავ რეტინა ეკრანს, A9 პროცესორს და 8 მეგაპიქსელიანი კამერას.

სავარაუდოდ ფასი რომელიც ანალიტიკოსებმა მოიაზრეს არის $259, რაც Apple-ს საშუალებას მისცემს რომ შეინარჩუნოს გაყიდვების მოცულობა, კვარტალში 10 მილიონი ცალი.

iPad-ის გაყიდვები შედარებით შემცირდა 2014 წლის შემდეგ, რადგან ბაზარიც განვითარდა და მომხმარებლები უფრო ხშირად სმარტფონებს ანახლებენ ვიდრე ტაბლეტებს. Apple-ის ვარაუდით სურათი ბაზარზე საგრძნობლაოდ შეიცვლება 2018 წელს.

წყარო: CulfofMac

Comments

comments

Leave a Response