Apple Music-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — Jimmy Iovine-მ გამოცემა Billboard-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან სტრიმინგის მომსახურების კულტურაზე ისაუბრა.
ინტერვიუს დროს Apple Music-ის დირექტორმა კომენტარი გააკეთა მსოფლიო მუსიკის ინდუსტრიაზე და ხალხის მიმართულებაზე. ასევე ისაუბრა გარკვეული კომპანიების ორიენტაციაზე, რომელთა მიზანიც თავიანთ სივრცეში მხოლოდ მასიურად ბევრი ადამიანის მოზიდვაა.
ეს მომსახურება ცუდ მდგომარეობაშია, მათ არ აქვთ მოგება, ისინი ამით ფულს ვერ შოულობენ.
Amazon-ი ყიდის Prime-ებს, Apple ყიდის iPhone-ს და iPad-ს. Spotify-მ უნდა ისწავლოს თუ როგორ უნდა მიყიდოს მომხმარებელს პროდუქტი.
Jimmy-ს განცხადებით სტრიმინგის სერვისი კარგად მუშაობს დიდ კომპანიებში, როგორიც არის Apple, Google და Amazon-ი. Spotify-მ კი უნდა გაზარდოს ბიზნეს გეგმები.
მუსიკის კონტენტის უფასოდ მიღება, კიდევ უფრო ძირს უთხრის მუსიკის ინდუსტრიას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის განვითარებას. მომხმარებლებს მოვუწოდებთ, რომ მუსიკაში ფული გადაიხადონ.
გვესმის ის ფაქტი, რომ რთულია თანხის გადახდა როდესაც იგივე კონტენტის მიღება მარტივად და უფასოდ შეგიძლიათ.
Apple Music-ის დირექტორის სრული ინტერვიუ შეგიძლიათ აქ ნახოთ: Bilboard
წყარო: MacRumors