სიახლეები

Black Friday-ზე 6 მილიონი ცალი iPhone X გაიყიდა

155views

Apple-ი როგორც სჩანს კარგად გაუმკლავდა Black Friday-ს პრომოუშენს. ანალიტიკოსების ანგარიშის მიხედვით 6 მილიონი ცალი iPhone X არის გაყიდული ამ დღეებში, საერთო გაყიდული 15 მილიონიდან.

აღსანიშნავია რომ 256GB-იანი მოდელი ორჯერ პოპულარული იყო ვიდრე 64GB-იანი.

საერთო ანგარიშის მიხედვით ამ უქმეების პერიოდში 30 მილიონამდე ცალი iPhone X იქნება გაგზავნილი მომხმარებლებისთვის. ასევე Apple-ის ვარაუდით წლის ბოლომდე გაყიდვების რაოდენობა 80 მილიონსაც მიაღწევს რაც ახალი რეკორდი იქნება შემოსავლების და გაყიდული რაოდენობის კუთხით.

ანალიტიკოსების აზრით დეკემბრის თვეში iPhone X-ის წარმოება კვირის განმავლობაში 3 მილიონიდან გაიზრდება 4 მილიონამდე. მიუხედავად პრობლემებისა Apple ცდილობს რომ გაზრდილი მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს რის შესახებაც წინა კვირაში KGI-ის ანალიტიკოსმა Ming-Chi Kuo-მაც გააკეთა კომენტარი.

წყარო: 9to5mac

Comments

comments

1 Comment

Leave a Response