სიახლეები

TechRadar-მა სხვებისგან განსხვავებით — iPhone X TOP 3 სმარტფონში არ შეიყვანა

237views

სმარტფონების რეიტინგის გამოქვეყნება ბევრ ორგანიზაციასა და ჟურნალს უყვარს, ამჯერად 2017 წლის მოწყობილობების რეიტინგი ჟურნალმა TechRadar-მა წარმოგვიდგინა.

გაგიკვირდებათ და კოლეგებისგან განსხვავებით TechRadar-მა iPhone X-ს პირდაპირ მეოთხე ადგილი მიანიჭა. აქამდე გამოჩენილი ყველა რეიტინგის მიხედვით iPhone X და iPhone 8 Plus ერთპიროვნული ლიდერები იყვნენ — მათ უკან Samsung-სა და Google-ის ახალი გაჯეტები მოზდევდათ.

როგორც ჩანს TechRadar-ის ჟურნალისტების აზრით, iPhone X-ს არ ენიჭება განსაკუთრებული უპირატესობები.

ამ რეიტინგის მიხედვით პირველ და მეორე ადგილებს Samsung Galaxy S8 და Samsung Galaxy S8 Plus იკავებს — მესამე ადგილი კი Google Pixel 2-მა მიიღო. როგორც უკვე გითხარით iPhone X მეოთხე ადგილზე მოხვდა. ასეთია TechRadar-ის ექსპერტების შეხედულება 2017 წლის სმარტფონების მიმართ, მათი აზრით Samsung-ის მოწყობილობები ყველაზე სწრაფად მომუშავე და ძლიერი კამერით აღჭურვილია.

ჟურნალისტები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ მათი აზრით iPhone X ძალიან ძვირია და ძალიან ბევრი ტექნიკური წუნი აქვს. iPhone 8 Plus-ი მათ მე-9 ადგილას მოახვედრეს, რადგან ამტკიცებენ, რომ მას მოძველებული დიზაინი აქვს.

ეს რეიტინგი რა თქმა უნდა არაფერს წყვეტს, მათი შეხედულება ყველსგან განსხვავებულია, შესაბამის კომპანია Apple-ის გულშემატკივრებისთვის ეს მხოლოდ მათი სუბიექტური აზრია, რეალურად ფაქტები კი სხვას გვაჩვენებს.

Comments

comments

Leave a Response