მე აღარ შემიძლია ჩუმად ყოფნა. Apple, როდის დააფიქსირებთ შენელების პრობლემას?
დედააზრი იმაში მდგომარეობს, რომ iPhone X 10%-ის დაბლა საგრძნობლად ნელდება, აპლიკაციები თითქოს მუხრუჭდება და ყველაფერს უჭირს სწრაფად მუშაობა. ამავე დროს ჩართულია ბატარეის დაზოგვის რეჟიმი.
მე არ ვარ მარტო, ამ პრობლემის შესახებ Reddit-ის და MacRumors-ის ფორუმებზეც ჩივიან.
ვინმემ შეამჩნიეთ? როდესაც ჩემი iPhone X 1%-ს მიუახლოვდება, ყველაფერი ნელდება. ასე ჩემი iPhone 5S არ აკეთებდა — u/Mikuka_G
მე დღეს დამემართა იგივე. როდესაც ჩემი iPhone 5%-ს მიუახლოვდა ყველა ანიმაცია მოულოდნელად შენელდა და Face ID-მა არ იმუშავა. როგორც ჩანს არ ვარ მარტო და ეს ნორმალურია — miqmarmen1
იმ ლოგიკით თუ ეს ნორმალურია და Apple-მა ამის შესახებ იცის, მაშინ რატომ არ ხდება ეს ყველასთან?
ვიმედოვნებთ, რომ Apple მომავალ განახლებებში დააფიქსირებს ამ შეცდომას.