iPhone X-ს სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვუწოდოთ სრულიად ახალი აიფონი. ახალი ეკრანი, დიზაინი, ავტორიზაციის სისტემა… ეს სია სრული არ იქნებოდა ზოგიერთი აპარატურული პრობლემების გარეშე.
ეკრანზე მწვანე ზოლების გარდა, ბლოგერმა YouTube-არხიდან iAppleGeek აღმოაჩინა კიდევ ერთი არასასიამოვნო მომენტი iPhone X-ის კონსტრუქციაში.
ეკრანის ქვედა მარცხენა კიდეზე თითის დაჭერისას სრულიად ახალი მოდელის ეკრანი ჭრაჭუნობს.
აღნიშნული პრობლემა — წინა თაობების აიფონებსაც ახასაითებდათ. მსგავსი აპარატურული ხარვეზი ჯერ კიდევ iPhone 6-ში შეგვხვდა.
მაგრამ ძველ მოდელებზე ეს ჭრაჭუნი ტელეფონის გამოყენებიდან 6 თვის შემდეგ თუ შეგხვდებოდათ. სერვის ცენტრის წარმომადგენლებმა აგვიხსნეს ეს პრობლემა წებოს გამოშრობით, რომელიც გამოიყენება ეკრანისა და კორპუსის ჰერმეტიზაციისათვის.
iPhone X-ის შემთხვევაში პრობლემა ფაქტიურად მყისიერად გამოვლინდება. არის თუ არა ეს საგარანტიო სიტუაცია — ჯერ გაუგებარია. თუ ტელეფონის ყიდვიდან ჯერ 14 დღე არ გასულა და თქვენ აღმოაჩინეთ ეს ხარვეზი, მოითხოვეთ ტელეფონის შეცვლა.
წუარო: YouTube