სამი კვირის წინ Samsung-მა გამოუშვა სარეკლამო რგოლი, რომელშიც დასცინა iPhone X-ის რიგში მდგომ ეფლის ფანებს.
ვიდეო-რგოლის მთავარი გმირი, რომელსაც საბოლოოდ გაუცრუვდა იმედები მოკბეჩილი ვაშლის პროდუქტებში, გაკვირვებით ადევნებს თვალს ადამიანებს, რომლებიც ახალი გაჯეტის რიგებში საათობით დგანან. თუ გავითვალისიწნებთ აიფონების ყველა ხარვეზს, ყმაწვილი Samsung Galaxy Note 8-ის ყიდვას ამჯობინებს.
ტროლინგის ტალღა Motorola-მაც აიტაცა და გამოუშვა ახალი ვიდეო-რგოლი, ოღონდ ამჟამად Samsung-ზე დაცინვით.
რგოლის გმირი კვლავ ყმაწვილია, რომელსაც აქვს Galaxy Note 8. ის სიამაყით უჩვენებს თავის შეყვარებულს ახალ მოდელს, მაგრამ მისგან ირონიულ პასუხს ღებულობს Moto Z-ს სახით.
გულზე ხელის დადებით უნდა ვთქვათ, რომ არც აიფონს და არც სამსუნგის ფლაგმანს არ შეუძლიათ გამოსახულების პროეცირება კედელზე. მოტოს კი ეს შეუძლია.
ტროლინგი ჩათვლილია!
წყარო: iClar