სიახლეები

iPhone X-ის ობიექტივი გაცილებით უკეთესია, ვიდრე iPhone 7 Plus-ის

249views

შარშანდელი iPhone 7 Plus ეფლის პირველი სმარტფონი გახდა, რომელსაც ორი მთავარი ობიექტივი აქვს. ამ წლის ფმაგმანებმა ასევე მიიღეს გაუმჯობესებული ორმაგი კამერა.

აიფონის ტელე-ობიექტივი ყოველთვის აქტიურდება ორმაგი მაშტაბირების დროს. ზოგიერთ სცენაში, როდესაც განათება დაბალია, iOS ჭრის ფართოკუთხოვან გამოსახულებას, რათა მიიღოს უკეთესი გამოსახულება ნაკლები ხმაურით და ნაკლები გადღაბნილობით.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Studio Neat-ის დიზაინერმა დენ პროვოსტმა ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც შეამოწმა iPhone X-ის ტელე-ობიექტივის გაუმჯობესება iPhone 7 Plus-სთან შედარებით. მან შეამოწმა, რა ოდენობის შუქია საჭირო იმისათვის, რომ სმარტფონი გადაერთოს ტელე-ობიექტივზე ორმაგი მაშტაბირების დროს.

მე მოვათავსე ობიექტივი (ამ შემთხვევაში, ძველი კამერა Rolleiflex) თეთრ ფონზე და განვათავსე ორი სუდიური, შუქდიოდური განათება გვერდებიდან.

დავაყენე iPhone 7 Plus და iPhone X სამფეხებზე და ისე განვათავსე, რომ მეტნაკლებად ერთნაირი კადრი მიმეღო.

შემდეგ, სრულიად ბნელი ოთახიდან, ნელ-ნელა მოვუმატე განათების დონე და დავაკვირდი, როდის გადაერთვებოდა ობიექტივი ორივე კამერაზე. შედეგები იხილეთ ვიდეოში.

iPhone X გაცილებით ადრე გადავიდა ტელე-ობიექტივზე. მას დაახლოებით 2 შუქ-გადასვლა დასჭირდა ამისათვის, ვიდრე iPhone 7 Plus-ს.

ეს უდავოდ შესანიშნავი სიახლეა და იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად გაუმჯობესებულია ობიექტივი სულ რაღაც 1 წელიწადში. გამოსაუხლება მკვეთრი გამოდის.

შედეგად, ფლაგმანს სჭირდება გაცილებით ნაკლები შუქი ტელე-ობიექტივზე გადასასვლელად. ეს საშუალებას იძლევა მივიღოთ უკეთესი ხარისხის ფოტოები.

წყარო: Macrumors

Comments

comments

3 Comments

Leave a Response