სიახლეები

Foxconn-ი დღეში 500,000 iPhone X-ს აწარმოებს

162views

Apple-ის ანალიტიკოსის Ming-Chi Kuo-ს თქმით მწარმოებლები ცდილობენ iPhone X-ზე მოთხოვნა მაქსიმალურად დააკმაყოფილონ.

Foxconn-ი ამჟამად დღის განმავლობაში 440,000-დან 550,000-მდე iPhone X-ს აწარმოებს, რაც საგრძნობლად გაიზარდა წინა თვეებთან შედარებით როდესაც იწარმოებოდა 50,000-დან 100,000-მდე ცალი.

მრავალი ვარაუდი იყო იმის შესახებ რომ პირველ თვეებში რთული იქნებოდა მოთხოვნის დაკმაყოფილება რადგან წარმოების პროცესი გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული სხვადასხვა კომპონენტების გამო როგორიც არის 3D სენსორი Face ID-ისთვის. თუმცა Apple-მა გადალახა ეს პრობლემა და ახლა შეკვეთიდან 1-2 კვირის მანძილზე არის შესაძლებელი სანუკვარი ნივთის მიღება ნაცვლად 5-6 კვირისა.

ამ ყველაფრის შედეგად Apple-ი მოახერხებს იმას რომ 2017 წლის მეოთხე კვარტალში სრულად დააკმაყოფილოს მოთხოვნები, თუმცა 2018 წლის დასაწყისისთვის შესაძლოა შემცირდეს წარმოება და კვლავ გაიზარდოს 5-6 კვირამდე მოლოდინის პერიოდი.

წყარო: CultofMac

Comments

comments