კომპანია Apple ასე თუ ისე განიხილავს დრეკადი აიფონის გამოშვების შესაძებლობას. ამას ადასტურებს პატენტი, რომელიც აშშ-ს საპატენტო სამსახურმა გამოაქვეყნა ვებ-გვერდზე.
აღწერილობიდან გამომდინარეობს, რომ მოწყობილობას არ ექნება ხილული სახსარი, როგორიც აქვს მაგალითად Macbook-ს. კონსტრუქციის მოქნილობა შესაძლებელი იქნება ე.წ. თხევადი ლითონის საშუალებით, ამ დარგში ახალი, მეხსიერების ეფექტით.
ჭორები დრეკადი აიფონის გამოსვლის შესახებ გამოჩნდა მას შემდეგ, რაც ქსელში გაჟონა Samsung-ის გეგმებმა ანალოგიური Galaxy X-ის შესახებ. წინასწარი მონაცემებით, კორეული მოქნილი სმარტფონი 2018 წლის მეორე ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი.
წყარო: patentlyapple.com