სიახლეები

შავკანიანმა ბლოგერმა შესაძლოა Apple-ის რეპუტაცია შელახოს

248views

ერთმა New York-ის ბლოგერმა — Bryan Joseph-მა გამოაქვეყნა ერთი სტატია, სადაც ის საუბრობს ძალიან საინტერესო დაკვირვებაზე, რომელიც თავად აწარმოა. გაგიკვირდებათ და მისი მოყვანილი ფაქტები პრაქტიკულად მთლიანად აბათილებს Tim Cook-სა და Apple-ის ვიცე-პრეზიდენტების შეხედულებებს იმის შესახებ, რომ მათ სძულთ რასიზმი და ქადაგებენ ერვონებათაშორის თანასწორობას.

ბლოგერმა აღმოაჩინა, რომ აშშ-ში მდებარე 270-ვე Apple Store — მდებარეობს იმ რეგიონში სადაც მოსახლეობის უმრავლესობა (93%) არის თეთრკანიანი. ავტორმა ამ ფაქტის დაფიქსირების შემდეგ გაუჩნდა მოტივაცია აღმოეჩინა სხვა მსგავსი ფაქტებიც, რაც ნამდვილად გასაკვირი და უცნაური იყო.

მაგალითა New York-ის რეგიონში არის App Store სადაც ცხოვრობს 22 000 ადამიანი, ასევე Lake Grove-ის ტერიტორია, სადაც ასევე არის Apple Store და 11 000 მოსახლეა. პირველ რეგიონში 94% თეთრკანიანი ცხოვრობს, ხოლო მეორეში 89%. ამავე დროს, ცნობილ ბრონქს საერთოდ არ აქვს Apple Store, სადაც ნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ავტორი არაფერს ამბობს დანამდვილებით, მაგრამ ამ ყველაფრის მიზეზი ის არის, რომ ევრპაში მცხოვრები ხალხის გამოჩენა ამ რეგიონებში მხოლოდ 21%-ია.

რა თქმა უნდა ნაკლებად სავარაუდოა, რომ იურიდიულად მოხდეს ამის დამტიკცება და ამ ყველაფერმა გავლენა იქონიოს მომვალი Apple Store-ების ადგილმდებარეობაზე. მაგრამ თუ ეს ამბავი ფართო სივრცეში გავიდა, შესაძლოა ვიღაცეების თვალში Apple-ს რეპუტაცია შეელახოს — რომელიც პირიქით, ყველაზე აქტიურად უწყობს ხელს რასობრივ და სოციალურ თანასწორობას.

Comments

comments

Leave a Response