Apple-ს კარგად ესმის თუ რამდენად უყვართ მათ მომხმარებლებს 4 ინჩიანი iPhone და ისინი მომავალ წელს აუცილებლად წარმოგვიდგენენ SE-ს მეორე ვერსიას.
Economic Daily News იტყობინება რომ კომპანია 2018 წლის პირველ ნახევარში წარმოგვიდგენს ახალ iPhone SE-ს. სავარაუდოდ მისი პრეზენტაცია მოხდება ივნისში ან ივლისში, დიდი ალბათობით WWDC-ის პრეზენტაციაზე.
მომხმარებლების უმეტესობას სურს, რომ თავისი SE მოდელი უკვე გამოცვალონ, ჩაანაცვლონ იგივე ოღონდ უკეთესი მონაცემის სმარტფონით. რაღაც ნაწილს კი სურს, რომ მას ქონდეს ბოლო ყველაზე ახალი მოდელი iPhone და მას ამის გაკეთება თანხების გამო არ შეუძლია. ასევე არიან მომხმარებლები, რომლებიც თვლიან რომ ეს მოდელი ყველაზე კომპაქტურია iPhone-ებს შორის.
ახლა iPhone SE 350 დოლარი ღირს, როგორც წყაროები იტყობინებიან ახალი მოდელი ოდნავ უფრო ძვირი ეღირება — დაახლოებით 450 დოლარი.
წყარო: CNBC