ჯერ გაყიდვაში არ გამოსული iMac Pro-ს მიკრო-კოდის შესწავლისას, დეველოპერებმა აღმოაჩინეს მობილური ქსელების მხარდაჭერა. მიზეზი, რის გამოც Apple-მა ეს ფუქნცია დაამატა ამ კომპიუტერში, რამოდენიმეა.
ან დეველოპერებმა გადაწყვიტეს აღეჭურვათ სამაგიდე კომპიუტერი ქურდობისაგან დაცვის მექანიზმით, ან iMac Pro მიიღებს სიმ-ბარათს ზარების განსახორციელებლად, აიფონის გარეშე.
Pike’s Universum-ის ინსაიდერები უფრო იმ აზრზე არიან, რომ ეს ფუქნცია ქურდობისგან დაცვის მიზნით კეთდება. სპეციალისტების განცხადებით, თუ iMac Pro-ს მოიპარავენ, მომხმარებელი მიიღებს დეტალურ ინფომაციას კომპიუტერის ადგილმდებარეობის შესახებ.
მოძიების ფუქნცია ისე არ იმუშავებს, როგორც ჩვეულებრივი „Find My Phone“ — მისი გათიშვა შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ინტერნეტი გაიცემა უშუალოდ კომპიუტერში ჩამონტაჟებული სიმ-ბარათიდან.
iMac Pro-ს დაცვა ძალიან მართლებულია. მინიმალურ კომპლექტაციაში მისი ფასი $5000-ია, ხოლო მაქსიმალურში — $15 000 აღემატება. ამასთან ეს კომპიუტერი მსუბუქია და ადვილია მისი მოპარვა.
iMac Pro-ების გაყიდვების დეკემბერში დაიწყება.
წყარო: Pikeralpha