რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე ნანატრი Android-ზე მომუშავე სმარტფონი OnePlus 5T — ძლიერი Snapdragon 835 პროცესიროთ და 8GB RAM-ით. EverythingApplePro-მ გადაწყვიტა ის ახალ iPhone X-ს შეადარონ, A11 bionic პროცესორით და 3GB ოპერატიული მეხსირებით.
EverythingApplePro-ს ბლოგერებმა სმარტფონებს რამდენიმე სტანდარტული ტესტი ჩაუტარეს.
მიმდინარე აპლიკაციები
აპლიკაციების ხელმეორედ გახსნის სიჩქარეში ჩინურმა სმარტფონმა ამერიკელი კონკურენტი დაჯაბნა, ცივ გონებაზე გახსნილ 16 აპლიკაციაში კი iPhone X იყო უკეთესი.
სამწუხაროდ Snapdragon 835 პროცესორი არ არის ოპტიმიზირებული 4K ვიდეოს დამუშავებისთვის, ამ კომპონენტში კი iPhone X აღმოჩნდა უკეთესი.
მსგავსი ტექსტი EverythingApplePro-მ ჩაატარა, მაგრამ ახლა შედეგები ბევრად განსხვავებულია.
აპლიკაციების გაშვების საერთოდ დრო იყო 4 წუთი და 5 წამი OnePlus 5T-ზე, ხოლო iPhone X-ზე 3 წუთი და 23 წამი, რაც უკეთესი მაჩვენებელი. ხელმეორედ გაშვების შემთხვევაში უკვე ჩინურმა ფლაგმანმა აჩვენა უკეთესი შედეგი — 30 წამი. ხოლო iPhone X-მა 1 წუთი და 5 წამი.
სიმძლავრე Geekbench ტესტში
iPhone X-ის გადართვის სიმძლავრე მართლაც შთამბეჭდავია — 17 წამი 24 წამის წინააღმდეგ.
ხელოვნური ტესტის დროს iPhone X-მა აჩვენა უკეთესი შედეგი. ერთ ბირთვიან ტესტში iPhone-მა 4 215 აჩვენა, ხოლო მრავალბირთვიან ტესტში — 9 643.
OnePlus 5T-ს შედეგები ბევრად ნაკლებია — 1 960 და 6 645 ქულა.
გრაფიკის ტესტში OnePlus 5T აღმოჩნდა უკეთესი, რომელმა 172 700 ქულა აჩვენა, ხოლო iPhone X-მა — 136 095.
ინტერნეტის სიჩქარე
OnePlus 5T-ს აქვს უფრო სწრაფი WiFi მოდული, რომელსაც აქვს 500 მეგაბიტამდე კონტენტის ჩამოტვირთვის შესაზლებლობა. iPhone X-ს ორჯერ უფრო ნაკლების.
განბლოკვის სიჩქარე
სულ ეს იყო. როგორც ხედავთ OnePlus 5T საკმაოდ მძლავრი სმარტფონია და გარკვეულ საკითხებში უკეთესი შედეგიც გვაჩვენა. მაგრამ მისი ერთ-ერთი დიდი მინუსი მისი ოპერაციული სისტემაა — ანდროიდი.