Apple ცდილობს მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახდეს, ამიტომ ცდილობს მაკომპლექტებელი ნაწილების უმრავლსეობა საკუთარი საძლებით აწარმოოს. OLED-ეკრანების შემთხვევაში სიტუაცია ცალსახა არ არის. მაგრამ უახლოეს 1.5-2 წელიწადში ყველაფერი გამოსწორდება.
DigiTimes-ის ინფორმაციით, ამჟამად Apple ცდილობს გადაწყვიტოს საკვანძო საწარმოო პრობლემები, რაც დაკავშირებულია micro-LED ეკრანების წარმოებასთან.
საწარმოო სიმძლავრეების დიდი ნაწილი ეკუთვნის ქარხანა TSMC-ის, რომელიც ყველანაირად ცდილობს გააუმჯობესოს ენერგო-ეფექტური ეკრანების წარმოება.
micro-LED მატრიცები რამდენჯერმე უფრო ეფექტურია, ვიდრე IPS-პანელები, მაგრამ ამავდროულად უფრო კაშკაშა ფერების გადმოცემა შეუძლიათ. გამოსახულების ხარისხით ისინი OLED-მატრიცებს ჯობია, რომლებიც ამჟამად გამოიყენება iPhone X-ში.
საკუთარ ეკრანებზე გადასვლას Apple 2019 წელს გეგმავს. თავდაპირველად micro-LED ეკრანი Apple Watch-ებში იქნება, მოგვიანებით iPhone-სა და iPad-ებში.
micro-LED ეკრანის მთავარი უპირატესობა იმაშია, რომ გამოყენებული არაორგანული შუქდიოდებს ექსპლუატაციის უფრი ხანგძლივი დრო აქვთ, ვიდრე ტრადიციულ OLED-ეკრანებს.
წყარო: MacRumors