სიახლეები

როგორ ხედავს თქვენს სახეს Face ID

152views

ის, თუ როგორ ხედავს Face ID ჩვენს სახეს დასკნაირების დროს, ძირეულად განსხვავდება იმისგან, რაც ჩვენ გვიჩვენეს პრეზენტაციაზე. ინტერფეისი მართლაც ქმნის სახის ერთგვარ ნიღაბს, რომელიც შედგება შეზნექილი და ამოზნექილი ელემენტებისაგან, ასობით კუნთისგან და მიმიკური ნაოჭებისგან. მაგრამ ისე ლამაზად ეს არ გმოიყურება, როგორც ჩვენ ვართ მიჩვეული.

დეველოპერმა ბრედ დუაიერმა შეძლო ჩვენი სახის ინფორმაციის ვიზუალიზაცია და Twitter-ში გამოაქვეყნა. პირველი ვიდეო გვიჩვენებს, როგორ ჩანს ნიღაბის პირველი ფენა:

გამოსახულება წარმოადგენს ნიღბების ერთობლიობას, რომლებიც საჭიროა მომხმარებლის სახის ამოსაცნობად. ამის წყალობით ინტერფეისს არ სჭირდება სახის ხელმეორე რეგისტრაცია, თუ მაგალითად თქვენ შეიტანთ ცვლილებას თქვენს სახეში და მოიზრდით წვერს.

მეორე ვიდეოზე ნაჩვენებია, თუ როგორ გამოიყურება ნიღაბი, რომელიც მიღებულია მრავალჯერადი სკანირების შედეგად. ეს ნიშნავს, რომ Face ID არ იწერს მიღებულ მონაცემებს ყოველ ჯერზე, როდესაც ხდება სახის სკანირება, არამედ უბრალოდ თანმიმდევრულად აერთიანებს ფენებს ერთმანეთზე ხანგძლივი დროის განმავლობაში.

წყარო: Brad Dwyer

Comments

comments

Leave a Response