სიახლეები

Animoji არ მუშაობს TrueDepth-ის გარეშე

317views

ანიმირებული სიცილაკები, რომლებიც ტელეფონის მფლობელის მიმიკებს იმეორებენ, — iPhone X-ის ერთ-ერთი მთავარი სიახლეა. რამდენიმე დღის წინ Twitter-ში კვინ ნელსონმა გამოაქვეყნა ვიდეო-ეგოლი, სადაც გვიჩვენა, რომ აღნიშნული ფუნქცია შეიძლება მუშაობდეს TrueDepth-სკანერის გარეშე.

ანუ, ნელსონის მოსაზრებით, ანიმოჯის შეუძლია იმუშაოს ნებისმიერ აიფონზე. როგორც ჩანს, Apple-შიც ნახეს მისი ვიდეო და გამოაქვეყნეს ოფიციალური უარყოფა.

TrueDepth-კამერა მუშაობს პერიოდულად. დისკრეტიზაციის სიხშირის განსაზღვრისათვის, სენსორი ირთვება გარკევული დროით. თუ სენსორი დაფარულია, TrueDepth-კმაერა ითვალისწინებს ადრე მიღებულ მონაცემებს.

ამასთან მომხმარებლის სახის „საკონტროლო სურათი“ იქმნება ანიმოჯის გაშვებისას. თუ გავითვალისწინებთ, რომ iPhone X-ის გარდა, სხვა არცერთ მოდელს არა აქვს 3D-სიღრმის გაზომვის შესაძლებლობა, ანიმოჯი უბრალოდ ვერ გაეშვება სხვა სმარტფონებზე.

მიიხედავად ამისა, Snapchat და Instagram შესანიშნავად ართმევენ თავს TrueDepth-სკანერის გარეშე. თავის მხრივ ეფლი გვარწმუნებს, რომ TrueDepth საშუალებას იძლევა „მაქსიმალურად რეალისტურად გადმოვცეთ ადამიანის ემოციები“.

მარკეტინგი შეუბრალებელია.

გინდათ თავი იგრძნოთ მოლაპარაკე ყაყად? არაა პრობლემა, გადაიხადეთ 1000 დოლარი!

წყარო: iDB

Comments

comments

Leave a Response