როგორც ყოველთვის, Apple ყველაფერს არ გვიყვება პრეზენტაციაზე. მის შემდეგაც, სხვათაშორის.
როგორც აღმოჩნდა, არსებობს iPhone X-ის ორი განსხვავებული ვერსია და ერთ-ერთი უფრო სწრაფია. ერთში აყენია Intel-ის მოდემი, მეორეში — Qualcomm-ის.
კომპანია SpeedSmart-ის მონაცემებით, ერთი და იგივე ქსელში მუშაობისას, სხვადასხვა მოდემიანი სმარტფონები სრულიად განსხვავებული სიჩქარით მუშაობენ. აღნიშნულია, რომ Intel-ის ჩიპით აიფონი უფრო სწრაფად მუშაობს.
AT&T-ის ქსელში iPhone X, Intel-ის მოდემით იძლევა სიჩქარეს 30.13 მბიტი/წმ, ხოლო Qualcomm-ის – в 27.46 მბიტი/წმ. T-Mobile-ის ქსელში სიტუაცია ცოტა სხვანარიად არის Intel — 33.34 მბიტი/წმ, Qualcomm — 26.54 მბიტი/წმ.
საინტერესოა, რომ გასულ წელს შედეგები პირდაპირ საპირისპირო იყო და Qualcomm-მა გაიმარჯვა.
თუ თქვენ გაქვთ iPhone X ამერიკული ვერსია, მაშინ თქვენს ეგზემპლარში Qualcomm-ის მოდემი აყენია.
არის კიდევ ერთი მოსაზრება: Apple ხელოვნურად ანელებს Qualcomm-ის მოდემებს, რათა შეამციროს სხვაობა Intel-ის მოდემებთან.
წყარო: BGR