Phone OS-ის (iOS-ის პირველი ვერსიის დასახელება) გამოსვლის დღიდან აიფონის მომხმარებლებს გულწრფელად სჯეროდათ, რომ ეფლი ოდესმე დაამატებს შავ ფერს თავის საოპერაციო სისტემაში. გავიდა 10 წელი, ხოლო ასეთი სასურველი Black Mode ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი.
დღეს ცნობილი გახდა სავარაუდო მიზეზი, რის გამოც Apple კვლავაც არ აპირებს ამ რეჟიმის დამატებას. და დამნაშავე ამაში iPhone X-ია.
საქმე იმაშია, რომ iPhone X-ის OLED-ეკრანი არასაკმაოდ კარგად ამუშავებს შავ ფერს. ამის გამო მენიუს ელემენტებს ოდნავი ბუნდოვანება ახასიათებთ. ამის შემოწმება ადვილია.
მაგალითად, გაუშვით კალკულატორი და გახსენით მართვის პუნქტი. მენიუს გამოჩენისას, ელემენტების უმრავლესობა ცოტა ბუნდოვანი იქნება. ეს განსაკუთრებით კარგად ჩანს მარცხნივ/მარჯვნივ სვაიპების დროს ჩაბნელებულ ოთახში.
ეს პრობლემა ეხება არა მარტო iPhone X-ს, არამედ ყველა OLED-ეკრანს: ტექნოლოგიის არასრულყოფილება, რომლეთან ბრძოლა მხოლოდ ერთი გზით შეიძლება — სიკაშკაშის შემცირებით 20-35%-მდე. სწორედ ამიტომ, Apple არ ჩქარობს შავი რეჟიმის დამატებას თავის სმარტფონებში.
რასაკვირველია, კომპანიას შეეძლო შავი თემის შემოთავაზება, რომელიც შესანიშნავდად გამოჩნდებოდა აიფონის სხვა მოდელებზე, მაგრამ მაშინ ფლაგმანური მოდელის მფლობელები დაიჩაგრებოდნენ. ეს კიდევ აშკარად არ არის Apple-ის მიზანი.
წყარო: Reddit