მოულოდნელად Apple-მა გამოუშვა კიდევ ერთი განახლება — iOS 11.1.2
ეს განახლება მიზნად ისახავს გამოასწოროს iPhone X-ის სენსორთან დაკავშირებით დაფიქსირებული შეცდომები. ასევე ცოცხალი ფოტოს რეჟიმისა და ვიდეოების პრობლემა, რომელმა პრობლემამაც გამოიწვია გადაღებულების დამახინჯება – ესეც iPhone X-ზე.
ახლა უკვე ახალი ფლაგმანი სიცივეში აღარ გაყინავს ეკრანს!
განახლება დაახლოებით 200 მეგაბაიტს მოიცავს.
ახლა კი ისღა დაგვრჩენია, გადმოვწეროთ და შეხედულებები ერთმანეთს გავუზიაროთ!