სიახლეები

Foxconn-ს სძულს iPhone X და ფულს კარგავს

206views

როგორც ჩანს, iPhone X სძულთ მსოფლიოში ათასობით ადამიანს. და საუბარია არა რიგით მომხმარებლებზე, არამედ იმ ქარხნების მუშებზე, სადაც ეს ტელეფონი იწარმოება.

The Verge-ის მონაცემებით, სირთულეებმა, რომელიც წარმოიშობა iPhone X-ის წარმოებისას, მაკომპლექტებელი ნაწილების დეფიციტი შექმნეს. ელემენტების ზედმეტად ნელმა შექმნამ გამოიწვია წარმოების ტემპების ვარდნა Foxconn-ზე — Apple-ის ძველი პარტნიორის ქარხნებში.

ბიზნესში ყველაფერი მარტივადაა: ნაკლებია სამუშაო — ნაკლებია მოგება. თუ ერთი წლის წინ iPhone 7 და iPhone 7 Plus-ის წარმოებაზე Foxconn-მა 1 მილიარდზე მეტი მიიღო, 2017 წელს ქარხნის მოგება 39%-ით შემცირდა და 700 მილიონი შეადგინა.

ასევე, ჩინურ კომპანიას მოუწია დანახარჯების გაზრდაც 16%-ით — iPhone X-ის აწყობა ტექნოლოგიურად გაცილებით უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ყველა წინამორბედი თაობა.

Foxconn-ის კონვეიერები მზად არის უფრო მეტი iPhone X აააწყოს, მაგრამ აი პრობლემა იმაშია, რომ ნაწილები არ არის საკმარისი. ყველაზე დეფიციტური ნაწილები — OLED-ეკრანი და Face ID სკანერი.

ქარხნის ხელმძღვანელობის შეშფოთება სრულიად გასაგებია. Foxconn — iPhone X-ის ერთადერთი ამწყობია და მისი მოგების 50% ეფლიდან მოდის.

წყარო: The Verge

Comments

comments

Leave a Response