სიახლეები

მომხმარებლებს Face ID უფრო მოსწონთ, ვიდრე Touch ID

163views

მრავალი მომხმარებელი აღშფოთებულია Face ID-ის დანერგვით ახალ iPhone-ებში. როგორც 9to5mac-ის გამოკითხვამ აჩვენა, ისინი უმცირესობაში არიან.

მომხმარებლების მოსაზრებით, Face ID სწორედ ახლა უნდა შექმნილიყო. ზუსტად ეს არის ახალი სტანდარტი ამ დარგში. აი რამდენიმე კომენტარი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

აღფრთოვანებული ვარ Face ID-ით. უმრავლეს შემთხვევაში, ეს არის ტელეფონის განბლოკვის ძალიან მოხერხებული საშუალება.

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ Face ID უკეთესი იქნებოდა, ვიდრე Touch ID. მაგრამ ფაქტია, Face ID — ძალიან მაგარია!

მკითხველთა თითქმის 60% მხარი Face ID-ის დაუჭირა, 18% აცხადებს, რომ კატეგორიულად არ მოსწონთ, 15%-მა თავი შეიკავა პასუხის გაცემისაგან, ვინაიდან ჯერ ძალიან ცოტა დრო არის გასული.

მრავალი რესპოდენტი დარწმუნებულია, რომ ზოგიერთი პრობლემა ბანალური შეჩვევით მოგვარდება.

გემუგის პორტალმა საკუთარი გამოკითხვა მოაწყო. დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება!

iPhone-ის განბლოკვის რომელი მეთოდი უფრო მოგწონთ?

წყარო: 9to5

Comments

comments

Leave a Response