არის მოსაზრება, რომ ყოველ ახალ განახლებასთან ერთად Apple ანელებს თავის მოწყობილობებს. როგორც ჩანს, ეს ასე არ არის.
არხზე iAppleBytes გამოჩნდა რამდენიმე ვიდეო-რგოლი, რომლებზეც ნაჩვენებია iOS 11.2 beta 3-ისა და iOS 11.1.1-ის მუშაობის სისწრაფე. ტესტირება ჩატარდა iPhone 5S, iPhone 6, iPhone 6S და iPhone 7-ზე.
iPhone 5S
სმარტფონი iOS 11.2-ზე ცოტა უფრო სწრაფად ირთვება, ასევე უფრო ნარ-ნარად მუშაობს აპლიკაციებში. საერთო სიჩქარემ იმატა.
iPhone 6
შედეგი იგივეა, რაც iPhone 5s-ში. უფრო ნარ-ნარად მუშაობს აპლიკაციებში. საერთო სიჩქარემ იმატა.
iPhone 6s
iPhone 6s ასევე უფრო სწრაფად ირთვება და აპლიკაციებიც აჩქარდა. სხვაობა მაინც საგრძნობია.
iPhone 7
აი, შარშანდელი ფლაგმანი მშვენივრად მუშაობს. მიუხედავად ამისა, ისიც ცოტათი აჩქარდა.
საერთო შედეგი ასეთია: Apple ახდენს სისტემის ოპტიმიზაციას iOS 11.2-ში, წინამორბედ ვერსიასთან შედარებით. იმედს ვიტოვებთ, რომ ფინალურ ვერსიაში ყველაფერ ასე დარჩება.