როგორც ჩანს, Apple აგრძელებს ბირთვების დამატებას თავის პროცესორებში. ჭორების თანახმად, A11X-ში რვა ბირთვი იქნება.
წყაროები ამტკიცებენ, რომ ახალი პროცესორი აღჭურვილი იქნება სამი მძლავრი ბრითვით Monsoon-ით და ხუთი ენერგო-ეფექტური Mistral-ით. მიწოდება დაიწყება შემდეგი წლის პირველ კვარტალში, სწორედ 2018 წლის iPad Pro-ს გაყიდვაში გამოსვლისას.
საინტერესოა, რომ ჩიპების წარმოებით კვლავ ტაივანური TSMC იქნება დაკავებული. ბოლო 7 წელია სწორედ ის ამზადებს პროცესორებს კუპერტინოსთვის.
წყარო: GSMArena