სიახლეები

მომავალი თაობის iPhone-ში 3D-სკანერი იქნება

146views

Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple-მა დაიწყო 3D-სენსორის შემუშავება თავისი 2019 წლის iPhone-ისათვის. სენსორების სისტემა შესაძლებლობას მოგცემთ განსაზღვროთ „გამოსახულების სიღრმე“ და კარდინალურად განხვავებული იქნება TrueDepth-ისაგან.

ასე აპირებს ეფლი შემოიტანოს ვირტუალური და დამატებითი რეალობების ურთიერთქმედება თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე.

TrueDepth სენსორებისგან განსხვავებით, რომლებიც სახეზე 30 000 ინფრაწითელ წერტილს აპროეცირებს, 3D-სკანერში ძირითადი კამერისათვის გამოყენებული იქნება სხვა ტექნოლოგია.

ახალი სენსორები გაითვლიან დროს, რომლის განმავლობაშიც ლაზერი აირეკლება ნივთებისაგან, სრულყოფილი 3D-მოდელის ასაგებად.

ფაქტობრივად, Apple აპირებს ძირითადი კამერა აქციოს სრულფასოვან 3D-სკანერად. ამ დროს Face ID-ის არსებული ტექნოლოგია კვლავაც ხელმისაწვდომი იქნება ახალ სმარტფონებში.

ახლა Apple აწარმოებს მოლაპარაკებებს საკვანძო მომწოდებლებთან: Infineon, Sony, STMicroelectronics და Panasonic. ადრეული პროტოტიპები უკვე არის, მაგრამ ჯერ გაუგებარია, რამდენად მალე შეძლებს Apple სერიულ წარმოებას.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response