სიახლეები

Apple შეამცირებს iPhone 8-ის წარმოებას

163views

iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ის გაყიდვები გაცილებით მეტია, ვიდრე iPhone 8-ის, რის გამოც Apple-მა მიიღო გადაწყვეტილება შეამციროს მათი წარმოება 50-60%-ით ამ კვარტალში. ამის შესახებ გვამცნობს ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუო, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

როგორც MacRumors წერს, წარმოების შემცირება ძირითადათ შეეხება Apple-ის საკვანძო მწარმოებელს — კომპანია Pegatron-ს. iPhone 8-ის ნაცვლად, ქარხანა სიმძლავრებს iPhone 8 Plus-ისა და iPhone X-ის წარმოებაზე გადაიყვანს.

გასულ კვირას კომპანია Canalys-ის მკვლევარებმა გვამცნეს, რომ iPhone 8 Plus-მა გაუსწრო უმცროს მოდელს თითქმის მილიონი გაყიდული მოწყობილობით. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა Plus მოდელების არსებობის განმავლობაში, როდესაც უფროსი მოდელი უფრო პოპულარულია, ვიდრე 4.7 დუიმიანი მოდელი.

Apple არ ასახელებს გაყიდული აიფონების ზუსტ რაოდენობას. მის სანაცვლოდ ამას ანალიტიკოსები აკეთებენ, ვინაოდან საცალო გაყიდვების კომპანიები აწვდიან მათ საჭირო ინფორმაციას. iPhone X-ზე მაღალი მოთხოვნილების ფონზე ეფლი გაზრდის ამ მოდელის წარმოებას 35-45%-ით, გვატყობინებს კუო.

წყარო: macrumors

Comments

comments

Leave a Response