დღევანდელი აპლიკაციები:
- მხატვრული ანატომია
- უნივერსალური საზომი ინსტრუმენტი
- ვირტუალური კატუნა
- საინტერესო ფოტოები
- პლანეტების შესწავლა
1.
შესანიშნავი დამხმარე აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია დამწყები მხატვრებისთვის. მათთვის ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს სამხატვრო სფეროში.
იგი დაგეხმარებათ აირჩიოთ სხვადასხვა პოზა. შეგიძლიათ მოარგოთ განათებები და ეს ყველაფერი ძალიან ჰგავდეს რეალურს.
2.
ეს არის უნივერსალური საზომი, ვირტუალური რეალობის ძრავზე მომუშავე აპლიკაცია — iOS 11-სთვის.
მიიღე ნებისმიერი ნივთის ზომები ფიზიკური საზომების გარეშე — ოთახის სიმაღლის, სიგრძის, სიგანის. ასევე შეგიძლიათ ავეჯის გაზომვა.
3.
ვირტუალური კატა, რომელსაც რეალური გრძნობები და ჩვევები აქვს. ის იზრდება და ბავშვებს მასთან ურთიერთობა კიდევ უფრო უყვარდებათ.
შეგიძლიათ მას დაარქვათ ის სახელი, რომელიც მოგესურვებათ და ნებისმიერ დროს ეთამაშოთ.
4.
მნიშვნელოვანი აპლიკაცია თქვენი კამერისთვის, ამ აპლიკაციის დახმარებით შეგიძლიათ თქვენი ფოტოები სახალისო გახადოთ — დაადოთ ნებისმიერი ფერის და ზომის 3D ემოციები.
აპლიკაცია მუშაობს Apple-ის ვირტუალური რეალობის ძრავზე. ასევე, ფოტოების სივრცეში თქვენ შეგიძლიათ 3D Emoji-ს რეაქციების დამატება.
5.
ამ აპლიკაციის და ვირტუალური რეალობას ერთიანი ძალებით შეუძლიათ მთელი მზის სისტემა თქვენს ოთახშივე ნახოთ.
პლანეტების ზომებს თქვენ შეარჩევთ და მარტივი ჟესტებით მისცემთ მათ მოძრაობის მიმართულებას.
ტრადიციებს ვაგრძელებთ და ვცდილობთ გაგიმარტივოთ Apple-ის მოწყობილობებთან ურთიერთობა, რა ჟანრის აპლიკაციებს ისურვებდით შემდეგ პოსტში? დაგვიტოვეთ კომენტარი 😉