სიახლეები

ზოგიერთ iPhone X-ში სპიკერი წრიპინებს

406views

მწვანე ზოლების პრობლემებთან ერთად, რამოდენიმე მომხმარებელი შეეჩეხა წრიპინისა და ტკაცუნის ხმას, რომელიც ტელეფონის სპიკერიდან ისმის.

ეს ხარვეზი ხმის მაქსიმალურ დონეზე ჩნდება. MacRumors-ის ფორუმზე ამ პრობლემას უკვე ორ ათეულზე მეტი მომხმარებელი გამოეხმაურა.

წრიპინისა და ტკაცუნის ხმა, მუსიკის დაკვრისას, სატელეფონო საუბრებისას, ვიდეოს ყურებისას და ა.შ. არ არის დაკავშირებული iPhone X-ის კონკრეტულ მოდიფიკაციასთან.

ჯერ-ჯერობით Apple არ აკომენტარებს ამ სიტუაციას, მაგრამ მომხმარებლები, ვის აიფონშიც აღნიშნული ხარვეზი დასტურდება, დარწმუნებული არიან, რომ პრობლემას მხოლოდ პროგრამული ხასიათი აქვს. მსგავსი ხარვეზი აღენიშნებოდათ iPhone 8 და iPhone 8 Plus-ს.

მაშინ Apple-მა გაასწორა ეს ხარვეზი პროგრამული განახლების გამოშვებით, iOS 11.0.2-ში.

ასე რომ, ველოდებით განახლებას.

წყარო: MR

Comments

comments

Leave a Response