სიახლეები

მოქმედებს, თუ არა მაკიაჟი Face ID-ზე?

259views

Apple ამაყობს იმით, თუ როგორ მუშაობს iPhone X-ის ახალი ფუქნცია, Face ID. ინფრაწითელი სკანერი, TrueDepth ცნობს მფლობელს ნებისმიერი კუთხით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ მდგომარეობაში.

ცნობილი ბიუთი-ბლოგერმა, dope2111-მა გადაწყვიტა გამოერკვია, რამდენად სწორად გამოიცნობს Face ID მფლობელს მაკიაჟის სხვადასხვა სტილების გამოყენებისას.

აზიური წარმოშობის გოგონამ გადაწყვიტა სახის კორექციის რამდენიმე დონის გამოცდა, კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით. თავდაპირველად მან წარბები აიწია.

Face ID-მ შესანიშნავად გაართვა თავი ამ ცვლილებას და განბლოკვამ წარმატებით ჩაიარა.

ჩრდილებზე და ხელოვნურ წამწამებზე Face ID ასევე კარგად რეაგირებს და ადვილად ცნობს მფლობელს.

ტუჩების კორექციამ ფანქრის საშუალებით ასევე არანაირი უარყოფითი გავლენა არ იქონია.

მაშინ გოგონამ გადაწყვიტა „მძიმე არტილერია“ გამოეყენებინა და სახე უხვად დაიფარა ტონალური კრემით, მოახდინა ღაწვების კორექცია და კონტურიც არ დაავიწყდა.

ასეთი ცვლილებების შემდეგ Face ID-მ მფლობელის სახის ამოცნობა პირველ ჯერზე ვერ შეძლო. ინტენსიური მაკიაჟი მართლაც მოქმედებს სახის ამოცნობის პროცესზე.

ტესტირების ბოლო ეტაპი — სახის ფორმის შეცვლა გრიმის საშუალებით.

ნიკაპისა და ცხვირის ფორმის შეცვლის შემდეგ, პარიკში გოგონამ შეძლო Face ID-ის მოტყუება. განბლოკვა არ მოხდა.

 

წყარო: dope2111

Comments

comments

Leave a Response