სიახლეები

მომავალ წელს Apple 3 ახალ iPhone-ს გამოუშვებს

296views

ცნობილმა ანალიტიკოსმა და IT-Predictor-მა — Ming Chi-Kuo-მ კიდევ ერთი სტატია გამოაქვეყნა, რომელიც Apple-ის 2018 წლის გეგმებს მიუძღვნა.

KGI Securities-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამერიკული კომპანია სამი ახალი სმარტფონისთვის ემზადება:

  • 5.8-inch iPhone X 2 OLED ეკრანით;

  • 6.5-inch iPhone X Plus OLED ეკრანით;

  • 6.1 დიუმიანი iPhone 9 IPS ეკრანით.

სამივე მოდელის დიზაინი იდენტურია: ეკრანი კანტების გარეშე და დამახასიათებელი “ნახევარკუნძული” სადაც TrueDepth-ის სკანერია. ამ დეტალებს სამივე სმარტფონი მიიღებს.

Ming Chi-Kuo-ს აქვს ინფორმაცია ახალი iPhone-ის ეკრანის რეზოლუციის შესახებ — 5.8 ინჩიანი iPhone X 2-ს ექნება 2436X1125 პიქსელი და 456ppi.

გიგანტი iPhone X Plus-ის მატრიცა იქნება 480-500 ppi-ს დონეზე. IPhone 9-ის 6.1-დიუმიანი მოდელი, რომელიც იქნება დაბალ ფასიანი, Apple-სგან მიიღებს 320-300ppi სიმკვრივის პიქსელს.

როგორც იცით Ming Chi-Kuo ხშირად სწორ ინფორმაციებს ფლობს, ახლა მხოლოდ ერთი კითხვა იბადება: რამდენად ღირს iPhone X 2-ის ყიდვა? [Macrumors]

Comments

comments

Leave a Response