სიახლეები

Apple-მა დაიბრუნა პირველი პოზიცია სმარტსაათების ბაზარზე

178views

Apple-მა დაიბრუნა პირველი პოზიცია სმარტსაათების ბაზარზე. მესამე კვარტალში მიმდინარე წლის, გაყიდვების რაოდენობამ შეადგინა 3.9 მილიონი ცალი, წინა კვარტალთან შედარებით, რამაც შეადგინა 2.8 მილიონი.

ამ რიცხვებმა ტექ-გიგანტს მისცა 23% ბაზრის წილი, რაც ნიშნავს იმას რომ Apple-მა გადაუსწრო Xiaomi-ს რომელსაც 21% აქვს და პირველ ადგილს ინარჩუნებდა წინა კვარტლის მონაცემებით. სავარაუდოა რომ Apple Watch Series 3 LTE-ს გაყიდვებმა მხოლოდ 800,000 ცალი შეადგინა შეზღუდული რაოდენობების გამო.

Xiaomi-მ და Fitbit-მა, რომელთა სმარტსაათების გაყიდვები შეადგენდა 3.6 მილიონ და 3.5 მილიონ ცალს, აღნიშნეს რომ მესამე კვარტალში შედარებით შემცირდა შეკვეთების რაოდენობა. ასევე ანალიტიკოსების ვარაუდით ბაზარი შემცირდა 2%-ით და საერთო რაოდენობამ შეადგინა 17.3 მილიონი ცალი.

ყველა მაჩვენებელზე დაყრდნობით Apple Watch-ის დაბრუნება მოსალოდნელია ამ წელს იმ ფაქტორიდან გამომდინარე რომ უკვე შესაძლებელია Apple Watch-ის ტელეფონის გარეშეც გამოყენება.

Apple-ის სმარტსაათების ბიზნესი გაიზარდა 75%-ით მეოთხე კვარტლის ინფორმაციით და 2017 ფისკალურ წელიწადს, შემოსავალმა შეადგინა Fortune-ის სიაში მყოფი 400 კომპანიის ღირებულება.

წყარო: MacRumors

Comments

comments

Leave a Response