სიახლეები

iPhone X-ის პორტრეტული რეჟიმი პროფესიულ კამერას შეადარეს

265views

iPhone X-ის კამერის მთავარი სიახლე — პორტრეტული განათების ფუქნციაა. Apple ამტკიცებს, რომ ის პრაქტიკულად არ ჩამორჩება პროფესიულ განათებას.

YouTube-ბლოგერმა, დანიელ დეარკომ გადაწყვიტა შეემოწმებინა ეს განცხადება. მან შეადარა სმარტფონის ყველა რეჟიმი (დღის, სტუდიური, კონტურული და სცენიური განათება) პროფესიულ კამერას.

ფოტოგრაფის განცხადებით, სხვაობა სმარტფონსა და კამერას შორის საგრძნობია. მოდი, ერთად შევადაროთ:

დღის განათება
სტუდიური განათება
კონტურული განათება
სცენიური განათება
სცენიური განათება — მონო

Apple-მა საკმაოდ კარგად გაართვა თავი ამოცანას, მაგრამ პროფესიულ დონემდე მაინც ჯერ შორია. განათება iPhone X-ის მთავარი ფუნქცია ვერ გახდა.

წყარო: Daniel DeArco

Comments

comments

Leave a Response