სიახლეები

ჰაკერმა iPhone X წარმატებით შეტეხა

175views

არის მომხმარებელთა გარკვეული ნაწილი, რომელიც მოუთმენლად ელოდება iOS 11-ის ჯეილბრეიკს. როგორც ჩანს, დიდხანს ლოდინი მათ აღარ დასჭირდებათ.

ლიანგ ჩენმა Keen Lab-იდან გვიჩვენა iPhone X-ის წარმატებული შეტეხვა POC 2017-ზე. ეს არის კონფერენცია უსაფრთხოების შესახებ, რომელიც კორეელი ჰაკერებისა და უსაფრთხოების ექსპერტების მიერ ჩატარდა სეულში, 9-10 ნოემბერს.

კონფერენციის ორგანიზატორმა ტვიტერშიდ ადო ჩენის პრეზენტაციის ვიდეო:

როგორც ჩანს, Keen Lab არ გეგმავს გაასაჯაროვოს ჯეილის შესახებ ინფორმაცია. მიუხედავად ამისა, იმედს ვიტოვებთ, რომ ჰაკერების სხვა ჯგუფები შეძლებენ ამის გამეორებას და საჯაროდ გამოფენენ ჯეილბრეიკს ყველასათვის.

წყარო: CultOfMac

Comments

comments

Leave a Response