სიახლეები

Apple Watch Nike + Series 3 — ხვალიდან ახალი სამაჯური და სპორტული ფეხსაცმელი

279views

კომპანია Nike-ის განცხადებით, ახალი Space Gray-ის მუქი-ლურჯი ალუმინის კომბინაციის სამაჯური ამ კონკრეტულ მოდელზე დაემატება.

ახალი მუქი-ლურჯი ალუმინის სამაჯური მხოლოდ ფიჭური + GPS მხარდაჭერიან Apple Watch-ზე იქნება. კონკრეტულად ეს მოდელი Nike.com-ზე და Nike-ის ოფიციალურ მაღაზიებში ხვალიდან გაიყიდება და მისი ფასი — $399 იქნება. ჯერჯერობით გაურკვეველია ეს მოდელი Apple-ის მაღაზიებში გაიყიდება თუ არა.

ახალ Apple Watch-ს თან ახლავს Nike-ის ახალი ზუსტად იგივე ფერის Air VaporMax-ის ბოტასი, რომელიც $190 ეღირება. მისი შეძენა 27 ნოემბრიდან ჩრდილოეთ ამერიკაში უკვე შესაძლებელი იქნება, ხოლო 24 ნოემბრიდან უკვე სხვაგანაც იქნება ხელმისაწვდომი. [Macrumors]

Comments

comments

Leave a Response